ქართულია & kar.ge-ა! მწარმოებელი შ.პ.ს “დოიჩე ინდუსტრიალე კომპანი” არც ისე ცნობილია დღესდღეობით საქართველოში. ისინი ბრენდ “დიკოში” ერთიანდებიან და კონსერვებსა და მურაბებს აწარმოებენ. სავარაუდოდ საერთოდ არ ფიქრობენ თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციაზე. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ერთერთ მაღაზიაში. დღეს დავაგემოვნე მათი წარმოებული წიწაკა ზეთში და მწვანილებში. ეს არის ფაქტიურად მწვანე წიწაკის მწნილი ზეთში და მწვანილებში გემრიელად შეკმაზული. ნივრისა და ძმრის არომატი ძალიან უხდება. 500 …
განაგრძე კითხვა »“კულა” – სტაფილოს სამარხვო კონსერვი
ქართულია & kar.ge-ა! “კულა” გორის საკონსერვო ქარხნის ერთ-ერთი ბრენდია, რომლის სახელით თითქმის ყველა დასახელების ხილის ნატურალური წვენი, მურაბა, ჯემი, საწებელი, სალათა, მარინადი, კომპოტი, შედედებული რძე და ხორცის კონსერვი იწარმოება. ხილი და ბოსტნეული, რომლითაც პროდუქცია მზადდება, მოყვანილია საქართველოში, მათი მოკრეფა და დამუშავება ხდება სიმწიფის სტადიაში. ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა პროდუქტს ყველა სასარგებლო თვისებას უნარჩუნებს. დღეს უბნის მაღაზიაში შევიძინე “კულას” …
განაგრძე კითხვა »“ნუნისი” – ბუნების კარნახით შექმნილი საიდუმლო!
ქართულია & kar.ge-ა! ნელსაცხებელი “ნუნისი” კანის მოვლის კარგი საშუალებაა. ფეხის კრემი “ნუნისი” სამკურნალო თვისებების მქონე ნუნისის წყლის გამოყენებით მზადდება. “ნუნისი” არბილებს კანს, ხელს უწყობს ნახეთქების მოშუშებას, ხსნის კანის სიმშრალის შეგრძნებას. გთავაზობთ კრემის მოხმარების წესს: დაბანვის შემდეგ კრემი შეიზილეთ ფეხის თითებს შორის და ტერფებზე. “ნუნისის” კრემის შემადგენლობაში შედის: მინერალური წყალი “ნუნისი”, კოსმეტიკური სტეარინი, ემულსიური სანთელი, გლიცერინის მონოსტეარატი/ემულგატორი E-471, უწყლო ლანოლინი, მცენარეული ზეთი, …
განაგრძე კითხვა »ქვის საამქრო – თანამედროვეობა შეზავებული უნიკალურ დიზაინთან
ქართულია & kar.ge-ა! კომპანია “ზოდი” არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. თუმცა გარდა იმპორტისა კომპანია ზოდს აქვს თავის ქვის საამქრო, სადაც მომხმარებელს შეუძლია თანამედროვე და უნიკალური საკუთარი სამზარეულოს დიზაინი თავად შეარჩიოს და დაამზადოს. გაოცებული დავრჩი ზოდის შოურუმში, როდესაც ვნახე ნიმუშ(ებ)ი, ნამდვილად …
განაგრძე კითხვა »სვანურ ქუდს, საკრავსა და სამზარეულოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულია & kar.ge-ა! იამაყეთ ქართველებო და კიდევ უფრო მეტად სვანებო!!! კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანების თანახმად სვანურ ქუდს, საკრავსა და სამზარეულოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კერძოდ: სვანური ხალხური საკრავის „ჭუნირის“ დამზადების ტრადიციულ მეთოდს; სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგიას; სვანური სამზარეულოდან ფეტვიანი ხაჭაპურის, კუბდარის (სვან. კუბედ), სვანური მარილისა და თაშმჯაბის დამზადების ტრადიციულ მეთოდს. დაძებნეთ, იყიდეთ, …
განაგრძე კითხვა »უნიკალური თუშური კარტოფილი 14-15 მარტს ნავთლუხის ბაზრის ტერიტორიაზე
ქართულია & kar.ge-ა! 14-15 მარტს შანსი გაქვთ თბილისში, ნავთლუხის ბაზრის ტერიტორიაზე [საბითუმო ბაზრის ავტოსადგომზე] შეიძინოთ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ნატურალური მხოლოდ ბიოლოგიური სასუქით განებივრებული, მთის მკაცრი კლიმატის პირობებში მოყვანილი [აქ კოლორადოს ხოჭოც კი არ ჩნდება], ჩინებული საგემოვნო თვისებებით შემკობილი თუშური კარტოფილი. ეს თუშური კარტოფილი 2014 წლის მოსავალია და ინახებოდა საწყობში სოფელ ქვემო ალვანში. საწყობი გარემონტდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული …
განაგრძე კითხვა »არაქისი ქილაში – ოპა
ქართულია & kar.ge-ა! ეხლა ნამდვილად დავიბენი: 1,45 ლარად ქილის არაქისი ვნახე [140 გრამი], მოხალული, რომლის ანალოგები [თურქულები] 2.2 და 2.5 ლარი ღირს. ცუდი ნამდვილად არაა. გამაკვირვა იმან, რომ შტრიხ კოდი აქვს ქართული, არადა აწერია, რომ ჩინეთშია დამზადებული. რაღაც არ მესმის … არადა როგორ გამიხარდა თავიდან … ჩვენთან შემოაქვს სადისტრიბუციო კომპანიას – შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია. ეტიკეტზე ასევე აწერია – …
განაგრძე კითხვა »აუდიო წიგნი – ჰერასაგან მათთვის, ვისაც წაკითხვა არ შეუძლია
ქართულია & kar.ge-ა! დღეს წიგნის დღე მქონდა… უნდა ვაღიარო, დღემდე ვერ გამოვედი “ბავშვობის ასაკიდან” და საოცარ სიამოვნებას მანიჭებს კითხვაში გატარებული წუთები … ძალიან მიყვარს ირეალურ ისტორიებში ჩაძირვა, წარსული საუკუნეების პერსონაჟების “ტყავში შეძრომა” და მათი ცხოვრების გაზიარება … ამჯერადაც წიგნის მაღაზიებში დავბოდიალებდი ახალი წიგნის შესარჩევად და მეტად საინტერესო დისკს გადავაწყდი- ეს არის აუდიო წიგნი, რომელსაც კითხულობენ ნუგზარ ყურაშვილი და სხვა ქართველი …
განაგრძე კითხვა »შოკო კრემი ბარამბინო
ქართულია & kar.ge-ა! ქართულია & kar.ge-ას 2–ე ეტაპის ბოლო დღეა. დღეს სამ პროდუქტს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი: ხაში, მწნილი და ტკბილეული. ხაში თავისთავად საინტერესოა და აღმოჩენა იყო. მწნილი გადავიფიქრე, რადგანაც არ მინდოდა მჟავედ გამოგმშვიდობებოდით(დროებით) და არჩევანი ტკბილზე შევაჩერე – ბარამბინო შოკო კრემი – თხილიანი პასტა კაკაოთი, მოცულობა 400 გრამი. ღირებულება 6.00 ლარი. მიხარია რომ ასეთი ტიპის ქართული და თან kar.ge პროდუქტი …
განაგრძე კითხვა »აღმოაჩინეთ Ramco-ს ტკბილი ჩხირები
ქართულია & kar.ge-ა! სამარხვო პროდუქცია – დიდი თემაა. რამოდენიმე კვირის წინ ჩვენი გუნდის წევრმა Ramco-ს მარილიანი ჩხირები აღმოაჩინა. დღეს კი მე უკვე ტკბილი ჩხირები დავაგემოვნე. მწარმოებელია შპს ჯეო მარკი, სავაჭრო ნიშანია – Ramco. თბილისში, მოსკოვის გამზირი 25 არის მათი მისამართი. ეტიკეტს თუ დავუჯერებთ სერტიფიცირებულიც ყოფილა. ღირს 1,4 ლარი, ვიყიდე ფუდმარტში. მე მგონი სხვაგანაც შემხვდა. გემრიელია, ყბას აძლევს საქმეს, თუმცა დანაყრებისათვის …
განაგრძე კითხვა »