ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“დიკო” – წიწაკა ზეთში და მწვანილებში

ქართულია & kar.ge-ა!

მწარმოებელი შ.პ.ს  “დოიჩე ინდუსტრიალე კომპანი” არც ისე ცნობილია დღესდღეობით საქართველოში. ისინი ბრენდ “დიკოში” ერთიანდებიან და კონსერვებსა და მურაბებს აწარმოებენ. სავარაუდოდ საერთოდ არ ფიქრობენ თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციაზე. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ერთერთ მაღაზიაში.

დღეს დავაგემოვნე მათი წარმოებული წიწაკა ზეთში და მწვანილებში. ეს არის ფაქტიურად მწვანე წიწაკის მწნილი ზეთში და მწვანილებში გემრიელად შეკმაზული. ნივრისა და ძმრის არომატი ძალიან უხდება. 500 გრამიანი ქილა 5.20 ლარი ღირს. გირჩევთ შეიძინოთ და დააგემოვნოთ.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.