ჰოლანდია … გვიყვარს ჰოლანდიური ყვავილები, ყველი და ფეხბურთი … თუმცა 117,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 400,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა! დახარჯე ქართულ პროდუქციაში და მიიღებ ყველსაც, ყვავილსაც და ფეხბურთსაც! დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! მონაცემების წყაროა – http://geostat.ge
განაგრძე კითხვა »დამბალხაჭოობა დაიწყო …
დამბალხაჭოობა დაიწყო … აი რამოდენიმე სურათიც … ეს მასალაც აქვე ყველის სახლიდან ავტვირთე ასეთი მშვენიერი შაბათია, ჰოდა გამოისეირნეთ აქეთკენ 🙂
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ბაქოში ნატახტარის ლიმონათი იყიდება
სულ სხვა გრძნობაა, როცა სხვა ქვეყანაში სტუმრად მყოფს სუფრაზე შენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს დააგახვედრებენ სუფრაზე. განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ გოგოჭურს, რომელმაც აზერბაიჯანში საქმიანი მივლინებისას შანსი ხელიდან შანსი არ გაუშვა და ეს საინტერესო სურათი გამოგვიგზავნა. როგორც გავარკვიე ნატახტარის პროდუქცია ბლომად გადის აზერბაიჯანში და მშვენივრად იყიდება კიდეც. მრავალი ფაქტორი ეხმარება გაყიდვებს. მათ შორის ქართულობა და ხარისხი წამყვანია! აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე …
განაგრძე კითხვა »kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ნელი ტეტუნაშვილი
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. kar.ge ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და მგონი მყარადაც. kar.ge ისტორიას თუ გადავხედავთ და მისიას გავიხსენებთ აუცილებლად მივხვდებით, რომ მასშტაბის ზრდა ერთადერთი სწორი გზაა. ეს კი ნიშნავს ყველა მხარდამჭერის/კეთილის მსურველის ჩართვას საერთო საქმეში, ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზების კარგ საქმეში. ამიტომ დღეიდან ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ მოკლე სტატიებს kar.ge საქმეში …
განაგრძე კითხვა »სვანი vs უძლეველი ნინძა
უძლეველი ნინძა დამწყვდეული ჰყავთ ოთახში. შეუშვეს 15 კაცი და 20 წუთში 15-ვე მოკლა. შემდეგ შეუშვეს 30 კაცი და 40 წუთში ისევ ყველა დახოცა. ბოლოს შეუშვეს ერთი სვანი. გავიდა 1 საათი, ორი საათი, სამი საათი. ბოლო-ბოლო შევიდნენ ოთახში და რას ხედავენ: ნინძას თავი აქვს მოჭრილი და შუაზე არის გადაჭრილი, სვანს კი თავი აქვს ჩამოხრჩვალი და ქვემოთ უგდია წერილი. გახსნეს წერილი და …
განაგრძე კითხვა »ხრამუნა პურის უნიკალური დიეტა?
გაზაფხულდა როგორც იქნა, მზე გამოვიდა და ხალხიც ქრონიკულად დაიწყებს „ფორმებზე“ ზრუნვას … ანუ დიეტების „სეზონი“ მოდის. ჰოოოდა ზუსტად დროა გაიცნოთ ხრამუნა პური – საფუარის გარეშე, ქართული, ქართულ ხორბალზეა დამზადებული და რაც მთავარია დიეტური. აღმოვაჩინე უბრალო მარკეტში. სავარაუდოდ თქვენს სიახლოვეშიც იქნება. 60 თეთრი ღირს 8 რგოლიანი შეკვრა. მწარმოებელია შპს თეგი. მდებარეობს თბილისში, სამგორის #6-ში. ასორტიმენტიც აქვს რამდენადაც ვიცი. ყველაზე საინტერესო კი …
განაგრძე კითხვა »kar.ge მსმენელი, kar.ge მასპინძელი და kar.ge სტუმარი რადიო კომერსანტში
მადლობა შოთა გულბანს მოწვევისათვის და რადიო კომერსანტს ეთერის დათმობისათვის. მოკლედ და გასაგებად ავხსენით რატომ უნდა ვაკეთოთ კარგი ქართული საქმე, და რაც მთავარია როგორ უნდა ვაკეთოთ იგი. სპოილერი მათთვის, ვისაც მოსმენა ეზარება: ქართული წარმოების პროდუქცია უნდა იყიდოთ და ასე გააკეთებთ ნამდვილ ქართულ კარგ საქმეს. თუ გაინტერესებთ kar.ge საქმეში ჩართვა, უბრალოდ დამიკავშირდით Facebook-ით. თქვენი მხარდამჭერა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!
განაგრძე კითხვა »არაქისი მარილით: PIPPA-ს უყურე როგორ გაიქაჩა …
35 გრამიანი ეს არაქისი მარილით შემთხვევით შემომეფეთა დახლზე. ცნობისათვის: PIPPA არის შპს „ჯორჯიან ბეიქერს“-ის ბრენდი. ეს კომპანია თბილისში, გორგასლის 115-ში მდებარეობს. რა მომეწონა: გემო მართლა მომეწონა, მარილიანობაც! ფასი – 60 თეთრი – სავსებით ნორმალური და მისაღებია ყველასთვი; მომწონს შეფუთვაც; თავად არაქისის მარცვლები არის მართლა დიდი; მომწონს რომ ჯორჯიან ბეიქერსი ასე აქტიურობს ტელეეკრანზე ერთადერთი, რაც ვერ გავიგე და რასაც ვერ მივიღებ …
განაგრძე კითხვა »ასე ბიჭებო, დავიპყროთ მსოფლიო – ფიროსმანის ნამუშევრებით გაფორმებული კოლექცია!
რუსეთში მოღვაწე დიზაინერმა ალექსანდრე არუთუნოვმა 2015-2016 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე, ფიროსმანის ნამუშევრებით გაფორმებული კოლექცია წარმოადგინა. აი ისინიც: P.S. იცოდით რომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული, ხოლო 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი?
განაგრძე კითხვა »იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო! – გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დასახელდა
იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო! ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა”, გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დაასახელა. გამოცემამ, 23 ულამაზეს ტაძარს შორის, გერგეთის სამებას მე-6 ადგილი მიანიჭა. “ყაზბეგის მწვანე და თეთრი მთების შერწყმა, ტაძარს ჯადოსნურს ხდის“- წერს გამოცემა. მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა”. P.S. …
განაგრძე კითხვა »