ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

პირდაპირი TV „მაესტრო“-ზე. თემა: საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო

“საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო”-ს შექმნა დამაიმედებელი სვლაა, თუმცა ჯერჯერობით შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანა ცხოვრებოვას და TV მაესტროს მიწვევისათვის და თემის გაშლისთვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 აპრილს გავავრცელე kar.ge-ზე სტატია შემდეგი სათაურით – “საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო: 8 მწვავე შეკითხვა KAR.GE-სგან“, რასაც გამოხმაურება მოჰყვა მედიის მხრიდან და 1 მაისს უკვე ეს პირდაპირი ეთერი TV მაესტროზე შედგა. …

განაგრძე კითხვა »

[ფოტორეპორტაჟი] 26-29 აპრილი, 2018: მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენიდან

ყოველ წელს დავდივარ ამ გამოფენაზე და უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლევანდელი გამორჩეულად მომეწონა! განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართული კომპანიები ნამდვილად გამოირჩეოდნენ სტენდების შემოქმედებითი გაფორმებით და არა მხოლოდ.

განაგრძე კითხვა »

[ფოტორეპორტაჟი] „სამეწარმეო მარკეტი“ მეიდანზე: 28-29 აპრილი, 2018

დღეს მეიდანზე „სამეწარმეო მარკეტი“ გაიხსნა. ორგანიზატორი – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ცხადია ვესტუმრე, მეგობრები მოვინახულე, ახალი მეგობრები შევიძინე, რაღაც-რუღაცაები ვიყიდე, ფოტოები გადავიღე, საექსპორტო კატალოგები დავარიგე და ამ შეჯამებით გამოცდილებას გიზიარებთ. მეიდანზე ტურისტების ტევა არ იყო. გასაკვირიც არაფერია. მეიდნიდან რუსთაველამდე რომ გაისეირნებ თავი საქართველოში ნამდვილად არ გგონია ადამიანს იმდენი უცხოელი დადის ირგვლივ და ეს არის ძალიან კარგი! განსაკუთრებით მომეწონა შემდეგი: სამეწარმეო მარკეტს …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: “გემოვანი ბაზარი” 9 მაისს, თბილისი ივენთ ჰოლში შედგება. არ გამოტოვოთ!

პირველი “გემოვანი ბაზარი” 2017 წლის 18 ნოემბერს შედგა. შარშანდელი გადაღებული ფოტოები, FB Live და ღონისძიების შეჯამება აქ შეგიძლიათ ნახოთ. მაშინაც მხარი დავუჭირეთ ამ კარგ საქმეს და ეხლაც რა თქმა უნდა ჩვენი წვლილი შეგვაქვს საერთო საქმეში. რელიზი: ყველას, ვისაც გჯერათ, რომ საკვებსა და ჯანსაღ ცხოვრებას შორის მჭიდრო კავშირია და უფრო მეტად მათ, ვისაც ამის ჯერ არ გწამთ, გეპატიჟებით რიგით მეორე “გემოვან …

განაგრძე კითხვა »

თბილისის ჩაის ფესტივალი: 46 ფოტოში გადმოცემული შთაბეჭდილებები

დღეს, 2018 წლის 21 აპრილს, მთაწმინდის პარკში თბილისის ჩაის ფესტივალი გაიმართა. ორგანიზატორები – საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია და მთაწმინდის პარკი. მხარდამჭერი კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გახლდათ. იყო ბევრი ქართული ჩაი, ჩაის და თაფლის დეგუსტაცია, რამდენიმე ქვეყანა წარმოადგენდა ასევე თავის ჩაის თავისივე კუთხეში, იყო მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და თამაში. ყველაფერი იყო ის, რაც ფესტივალს უხდება. ღონისძიების FB …

განაგრძე კითხვა »

12 მწარმოებლის პროდუქციის ნიმუშები Seoul-ში ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე წარმოსაჩენად გაიგზავნა

2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველ რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია და მთელ მსოფლიოში უნდა ღირსეულად აღინიშნოს! მოხარული ვართ, რომ ჩვენც მოგვეცა შანსი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საერთო საქმეში! კერძოდ, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით / მხარდაჭერით მოძრაობა KAR.GE-მ შეკრიბა „KAR.GE Export Catalogue 2018”-ში წარმოდგენილი რამოდენიმე (12) მწარმოებლის 50 კგ-მდე სხვადასხვა ქართული წარმოების ხარისხიანი ნაწარმის ნიმუშები, რომლებიც დიპლომატიური …

განაგრძე კითხვა »

“ყოჩაღ” “ევროპის ფონდი” ასეთი “სამაგალითო” წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვისათვის!

ე.წ. Disclaimer: თითოეული ქვემოთ დაწერილი სიტყვა არის პირადად ჩემი – ტარიელ ზივზივაძის აზრი, რომელიც ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს. რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ უფლება არ დამეთანხმოთ და გექნეთ თქვენი აზრი! ფოტოებზე თქვენ ხედავთ 2018 წლის 4-7 აპრილს ევროპის ფონდის მიერ „ორგანიზებულ“ სოციალური საწარმოების წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვის ამსახველ კადრებს, რომელთა გადასაღებად დღეს, 7 აპრილს, ხარება დღეს სპეციალურად ვესტუმრე გუდვილს. მიუხედავად ყველა სოციალური საწარმოს მიმართ …

განაგრძე კითხვა »

რელიზი: 3 აპრილს მოძრაობა KAR.GE-ს შექმნილი “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ის პრეზენტაცია შედგა

2018 წლის 3 აპრილს, სამშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირება! “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018” ყოველწლიური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა. ასევე გაახლდა ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”, რომელიც არსებობს 2016 წლიდან. კატალოგებში 42 …

განაგრძე კითხვა »

“მეწარმეთა სივრცე-2018” შედგა. ფოტოები და ვიდეო ნახეთ აქ …

“მეწარმეთა სივრცე – 2018“ ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“. დღეს ვესტუმრე, დავათვალიერე, FB Live ვიდეო ჩავწერე KAR.GE-ს FB გვერდზე და რამოდენიმე კარგი საქმე გავაკეთე. …

განაგრძე კითხვა »

27 მარტს მოძრაობა KAR.GE ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაციას ატარებს

2018 წლის 27 მარტს მოძრაობა KAR.GE Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაციას ატარებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ჰიპერმარკეტი გუდვილი და საქართველოს კულინართა ფედერაცია. ბრმა დეგუსტაციის მიზანია ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა სახის ქართული და უცხოური ბრენდების წვენები / ნექტარები და გამოვავლინოთ გამარჯვებულები. მსგავსი ღონისძიება მოძრაობა KAR.GE-მ პირველად 2016 წლის 29 ნოემბერს ჩაატარა, როდესავ 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] …

განაგრძე კითხვა »