ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ფოტორეპორტაჟი] „სამეწარმეო მარკეტი“ მეიდანზე: 28-29 აპრილი, 2018

დღეს მეიდანზე „სამეწარმეო მარკეტი“ გაიხსნა. ორგანიზატორი – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ცხადია ვესტუმრე, მეგობრები მოვინახულე, ახალი მეგობრები შევიძინე, რაღაც-რუღაცაები ვიყიდე, ფოტოები გადავიღე, საექსპორტო კატალოგები დავარიგე და ამ შეჯამებით გამოცდილებას გიზიარებთ.

მეიდანზე ტურისტების ტევა არ იყო. გასაკვირიც არაფერია. მეიდნიდან რუსთაველამდე რომ გაისეირნებ თავი საქართველოში ნამდვილად არ გგონია ადამიანს იმდენი უცხოელი დადის ირგვლივ და ეს არის ძალიან კარგი!

განსაკუთრებით მომეწონა შემდეგი: სამეწარმეო მარკეტს დაახლოებით 4 საათისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესტუმრა, რომელმაც არა მხოლოდ დაათვალიერა იქაურობა და ყველას მიესალმა, არამეს ძალიან ბევრ იქ წარმოდგენილი მეწარმისგან ქართული პროდუქცია იყიდა. თან ეს ჟურნალისტების თანდასწრებით. სამაგალითოა!

ეს მგონი რიგით მესამე „სამეწარმეო მარკეტი“ 28-29 აპრილს ტარდება, ანუ ხვალაც იქნება. ესტუმრეთ და თქვენც იყიდეთ რამე