ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

მწვანე ჩაი შემოქმედი – დღე #4, 30 დღიანი გამოწვევა

მწვანე ჩაი შემოქმედი

სურათს დააკვირდით …  ფოთოლია, ხედავთ? შეღებილი მტვერი კი არ არის როგორც ბევრი იმპორტული ჩაი? გასინჯეთ და დარწმუნდებით, რომ ამ სტატიაში დაწერილი ყოველი სიტყვა 100%–იანია! მე პირადად ჩაი შემოქმედი დაახლოებით 1 წლის წინ გავიცანი გამოფენაზე „აირჩიე ქართული“, რომელიც გუდვილში იმართებოდა. ჩაის ვაფასებ, დაყენებულ ჩაის ხომ საერთოდ და მით უმეტეს ქართულს. არ დაგიმალავთ და მწვანე ჩაის ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავუმუღამე, მაგრამ …

განაგრძე კითხვა »

ნიკორა, კაიზერი – დღე #3, 30 დღიანი გამოწვევა

ნიკორა კაიზერი

2 საათის წინ შევდივარ ნიკორას სუპერმარკეტში, გლდანში, ახლეტელის მეტროსთან რომ არის. ორიოდ წუთი ვიყიალე აქეთ იქით, ვერ გადავწყვიტე რა მეყიდა და ბოლო-ბოლო კონსულტანტმა მკითხა რას ვეძებდი. რამე „ისეთი“ მინდა მეთქი … ჰოდა ვიყიდე კაიზერი, სოსისი ბეკონითა და ყველით. დაფასოებულია, მაგრამ წონით იყიდება. რასაც ხედავთ 7.5 ლარი მოუწია [კგ 25 ლარი ღირს]. ნიკორა ნიკორას ვინ არ იცნობს … 16 წლიანი ისტორიის მქონე …

განაგრძე კითხვა »

ქართული წინდა – დღე #2, 30 დღიანი გამოწვევა

ქართული წინდა

ვაღიარებ, გუშინ საღამოს ძალიან ვინერვიულე. წარმოდგენა არ მქონდა რამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა ჩვენს ერთობლივ 30 დღიან გამოწვევაში და პირველი პროდუქტიც ძლივს ავარჩიე. თუმცა უკვე დავწყნარდი, გეგმაც საბოლოოდ გავაშარაშინე და დღეს კიდევ ერთ ძალიან მაგარ ქართულ ნაწარმს წარმოგიდგენთ … ქართული წინდა 2-5 ლარის დიაპაზონში რა გინდა სულო და გულო … ფერები … ზომები … სტილები … და არა მხოლოდ … ქართულ წინდას …

განაგრძე კითხვა »

ბებოს ჩურჩხელა – დღე #1, 30 დღიანი გამოწვევა

ბებოს ჩურჩხელა

1 კვირიანი აქტიური კომუნიკაციის, დაგეგმარების, მოსალოდნელი შედეგების ანალიზისა და მცირე რჩევების კომპლექტის შემოთავაზების შემდეგ დღეს ვიწყებთ 30 დღიან გამოწვევას. არ დაგიმალავთ და ცოტათი ვნერვიულობ … ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი … მაგრამ მორჩა სენტიმენტები, გადავიდეთ საქმეზე … დიდხანს ვარჩიე თუ რა წარმომედგინა პირველ პროდუქტად. არ დაგიმალავთ და 22 ვარიანტი მქონდა. ბოლო-ბოლო ლარიანის აგდებამ გადაწყვიტა და აი ისიც … ბებოს ჩურჩხელა 3.5 …

განაგრძე კითხვა »

ხარარქა – უმაღლესი ხარისხის ქართული ავეჯი

ხარარქა

ხარარქა – ამ ქართული ბრენდის შესახებ რა გსმენიათ? ხარარქა სულ ერთი კვირაა რაც გავიცანი და უკვე მიყვარს. თუ რამეს ავეჯის და რკინის დეკორატიული ნაკეთობების სფეროში ხარისხიანი შეიძლება ეწოდოს, ამ ბრენდის სახელის ქვეშაა გაერთიანებული და ამაში მაშინვე დავრწმუნდი, როგორც კი ძველ ქარვასლაში ხარარქას შოურუმი ვნახე. ეს არის რაღაც! ქვემოთ ფოტოებში ნახეთ ის, რაც ძველ ქარვასლაში, სიონის 8-ში არის გამოფენილი შოურუმში. უკეთესი …

განაგრძე კითხვა »

მარკეტინგის საფუძვლები – მე-2 ქართული გამოცემა

მარკეტინგის საფუძვლები

2007 წელს ქართული მარკეტინგის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მაშინ მარკეტინგის ასოციაციის თამადობით პირველად ითარგმნა ფილიპ კოტლერს და გარი არმსტრონგის მარკეტინგის საფუძვლები. უზარმაზარი შრომა იქნა გაწეული ამ საქმისათვის და გამოშვებისთანავე წიგნი მოხმარებაში კავკასიის უნივერსიტეტში ჩაეშვა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მარკეტინგულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მაშინ არ მახსოვს რომ ამ დიდ ნაბიჯს ჰქონოდა. 24 ნოემბერს უვკე მარკეტინგის საფუძვლების მე-14 გამოცემის მეორე ქართული გამოცემის …

განაგრძე კითხვა »

ლაგოდეხი, სასტუმრო გარდენია

გარდენია

გუშინ ლაგოდეხში ერთი მეტად საინტერესო პროგრამის პრეზენტაციაზე გახლდით. ოფიციალური ღონისძიებისა და არაოფიციალური მეორე განყოფილების შემდეგ რამოდენიმე საინტერესო ადგილის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. ჰოო … ამის შესახებ რომ არ გამეზიარებინა, უბრალოდ სამშობლოს ღალატი იქნებოდა.   ლაგოდეხის ნაკრძალი რომ წალკოტია ეს ყველამ ვიცით … ჰოდა მის „ნაპირზეა“ ეს სასტუმრო სახელად გარდენია ჩვენ, სტუმრებმა რაც იქ გამოვცადეთ, სიტყვებში არ გადმოიცემა … დახვედრა გადასარევი … მასპინძლები …

განაგრძე კითხვა »

აბა ვის გიყვართ ჩურჩხელა?

აბა ვის გიყვართ ჩურჩხელა?

ჩურჩხელა … ახმეტის რაონის სოფელი ალვანი … ქალთა კოოპერატივი „ალვანი“ ჩურჩხელის გამართული წარმოება … აი, რასთან გვაქვს საქმე! მოგინდათ უკვე ხომ?   სულ რამოდენიმე დღის წინ შედგა კოოპერატივ “ალვანი”-ს პრეზენტაცია ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში, 23 ოქტომბერს. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები, ისევე როგორც ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლები. ქალთა კოოპერატივი „ალვანი“ 2014 წელს დაარსდა „ომის ქვრივთა …

განაგრძე კითხვა »

ქართული LED ნათურა in action – ნათება ენერგიის გარეშე

ქართული LED ნათურა

ამ ისტორიის არ მოყოლა დანაშაული იქნებოდა „სამშობლოს“ წინაშე … 90-იანებიდან დაწყებული ენერგო კრიზისით გაგრძელებული და მომავალი „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის“ შიშით გაგრძელებული დღეს ყველაფერმა გამიელვა თავში სახლში მისვლისას, როცა შუქი არ დამხვდა. როგორც აღმოჩნდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო წასული. საბედნიეროდ ავარია ყოფილა და მალე გვპირდებოდნენ ჩართვას. თუმცა არავის განუმარტავს მოსახლეობისათვის რამდენია ეს “მალე”. ბნელოდა და ოჯახში სანთლებით …

განაგრძე კითხვა »

ჩირკოლადი – ვინც დაბრუნდა, გაუმარჯოს!

ჩირკოლადი

ჩირკოლადი – ეს საოცრება პირველად გასული წლის 19 დეკემბერს გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ ვნახე. მაშინ ვიყიდე, გავსინჯე, მოვიხიბლე და ეს სტატია „გამოვაცხე“ ჩემს პირად გვერდზე. იმ დღეს გავიცანი ჩირკოლადის მწარმოებელი ბნ. გიორგი არწივიძე, რომელიც ორიგინალური ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცნობილი 2015 წლის დადგომისთვის გახდა, როდესაც მისი ჩირკოლადი ჯეოსელმა შეისყიდა და კომპანიის ერთგულ მომხმარებელს საახალწლოდ გაუგზავნა. მაშინ ყველამ გაიგო ჩირკოლადის შესახებ და მოთხოვნაც …

განაგრძე კითხვა »