ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული LED ნათურა

ქართული LED ნათურა in action – ნათება ენერგიის გარეშე

ამ ისტორიის არ მოყოლა დანაშაული იქნებოდა „სამშობლოს“ წინაშე …

90-იანებიდან დაწყებული ენერგო კრიზისით გაგრძელებული და მომავალი „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის“ შიშით გაგრძელებული დღეს ყველაფერმა გამიელვა თავში სახლში მისვლისას, როცა შუქი არ დამხვდა. როგორც აღმოჩნდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო წასული. საბედნიეროდ ავარია ყოფილა და მალე გვპირდებოდნენ ჩართვას. თუმცა არავის განუმარტავს მოსახლეობისათვის რამდენია ეს “მალე”.

ბნელოდა და ოჯახში სანთლებით შექმნილი „რომენტიკული“ გარემო დამხვდა …

შუქის მოლოდინის იმედით დიდხანს არ ვიყავი … ახალი ქართული ტექნოლოგიით ანთებულმა ელექტრო ენერგეტიკის სფეროში ჩემი „შეზღუდული ცოდნა გამოვიყენე და აი ისიც … განათებული ნათურა, რომელიც ჩემზეა მიერთებული 🙂 … დიახ, ჩემზე …

ესაა ქართული LED ნათურა, რომლის დებიუტიც მომხმარებლის წინაშე 26—27 სექტემბერს “kar.ge ქართულ ქარვასლა“-ზე შედგა და უდიდესი ინტერესი დაიმსახურა. ფაქტია, რომ ეს ნათურა ჩემს სახლში ანათებდა 1 საათის განმავლობაში მანამ, სანამ შუქი მოვიდა … მინიმუმ 3 საათის რესურსი კიდევ აქვს, რომ ქსელში ჩართვის გარეშე იყოს ანთებული.

ნათურის მწარმოებელია AGMicroeletronics, რომელიც რუსთავში მდებარეობს. ეწვიეთ კომპანიის საიტს და ნახავთ რა ინოვაციური წარმოება გვაქვს საქართველოში!

მინდოდა ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა გადამეღო და გამევრცელებინა … თავად ნათურის შესახებ უფრო ვრცლად სხვა დროს დავწერ.

სად იყიდება?

ქართული LED ნათურა, ისევე როგორც საწარმოს სხვა პროდუქცია საუკეთესო ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: AGMicroeletronics-ის საფირმო ობიექტში, ხოშარაულის ქ. 34 (ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გალერეა გა-ს შენობაში, პირველ სართულზე). ტელეფონი: 2 18 00 88