ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აბა ვის გიყვართ ჩურჩხელა?

აბა ვის გიყვართ ჩურჩხელა?

ჩურჩხელა …

ახმეტის რაონის სოფელი ალვანი …

ქალთა კოოპერატივი „ალვანი“

ჩურჩხელის გამართული წარმოება …

აი, რასთან გვაქვს საქმე!

მოგინდათ უკვე ხომ?

 

სულ რამოდენიმე დღის წინ შედგა კოოპერატივ “ალვანი”-ს პრეზენტაცია ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში, 23 ოქტომბერს. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები, ისევე როგორც ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლები.

ქალთა კოოპერატივი „ალვანი“ 2014 წელს დაარსდა „ომის ქვრივთა ასოციაციის“ წევრების მიერ. კოოპერატივმა მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის მხარდაჭერის სქემის ფარგლებში. მხარდაჭერა და ტრეინინგები დაეხმარა ქალებს კოოპერატივის მართვის მეთოდების უკეთ გააზრებაში, პასუხისმგებლობებისა და როლების სწორად გადანაწილების კუთხით, ისევე როგორც რესურსების ეფექტიანი გზით და სამართლიანად მიმართვის საქმეში.

კოოპერატივს FB გვერდიც აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. თუ დაკვირდებით სხვადასხვა ზომის და სახეობის ჩურჩხელას წარმოება შეუძლიათ და თან ორიგინალური ქაღალდის შეფუთვით.

ჩურჩხელას მოყვარულებო და სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებო … აი თქვენ კოოპერატივი, რომელიც თქვენი სურვილის შემთხვევაში უმაღლესი ხარისხის ჩურჩხელას მოგაწვდით.

როგორ უნდა იყიდოთ „ალვანი“-ს წარმოებული ჩურჩხელა?

თბილისში სავაჭრო წერტილი არ აქვს, მაგრამ ადვილად შესაძლებელია ჩამოტანა. თქვენ უბრალოდ აიღეთ ტელეფონი და დარეკეთ – 577 47 89 98 [ლია].