ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის დაფინანსების გარანტია

ბიზნეს გეგმის დაფინანსების გარანტია შეგიძლიათ მომცეთ?

ბიზნეს გეგმის დაფინანსების გარანტია შეგიძლიათ მომცეთ? სვამს მიამიტ შეკითხვას მცირე მეწარმე, რომელიც რომელიმე კონკურსისთვის ბიზნეს გეგმის როგორმე დასაწერად “ნემსის ყუნწში ცდილობს გაძრომას”.

სათაურში დასმული შეკითხვა ხშირად დაუსვამთ ჩემთვის.

პასუხი ყოველთვის არის პირდაპირი და ცალსახა:


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



ა რ ა ნ ა ი რ ი !

და ხმის ტონალობაშივე ვგრძნობ ადამიანის იმედგაცრუებას!

ამ იმედგაცრუების მრავალჯერ მოსმენის შემდეგ დავწერე ეს კონკრეტული ახსნა განმარტებითი სტატია და ამ სტატიის ბმულს ვუგზავნი ყველას.

3 მიზეზს გეტყვით თუ რატომ ვერ იქნება “სუპერ” ბიზნეს გეგმაც კი რომელიმე კონკურსში გამარჯვების 100 % გარანტი.

1. ბიზნეს გეგმის პროფესიონალურად დაწერა ცალკე საქმეა და ამ საქმეს თავისი წესები აქვს

ბიზნეს გეგმას რა მოტივაციით შეადგენთ, დაწერთ თავად, თუ შეუკვეთთ ვინმეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სულ სხვაა ბიზნეს გეგმის დაწერის პროცესი და სულ სხვაა რა მოხდება მერე.

სხვა თანაბარ პირობებში (ამას ხაზს ვუსვამ), რაც მეტად პროფესიონალურადაა შედგენილი ბიზნეს გეგმა, მით მეტია ნებისმიერ კონკურსში გამარჯვების შანსი (ეს შანსი მაქსიმუმ 50% შეადგენს, ან მოიგებთ, ან წააგებთ)!

და ამ მხარეს თქვენ აკონტროლებთ!

ან დაწერთ თავად და შანსი გექნებათ 1%, ან დაიხმართ პროფესიონალს, პროცესი სწორად წარიმართება და თქვენი შანსები მიუახლოვდება 50 %.

ოღონდ აქაც დონეებია. ბიზნეს გეგმა მხოლოდ საერთო საქმის ერთი ნაწილია. მის გარდა აქ არის სხვა ფაქტორები, რომელთაც ყველას თავისი წონა აქვს.

2. მეორე 50% თქვენს კონტროლს მიღმაა!

ნებისმიერ კონკურსში (საგრანტო იქნება ეს თუ სხვა) მონაწილე უამრავ კონკურენტს შორის თქვენ ერთ-ერთი ხართ.

თქვენს გამარჯვებაზე “ხარისხიანი” ბიზნეს გეგმის გარდა უამრავი სხვა ისეთი ფაქტორი იმოქმედებს, რომლებზედაც თქვენ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გექნეთ.

შეიძლება პროექტის მენეჯერმა ვერ წარადგინა კარგად, ან კომისიაზე გადაღლილებმა განიხილეს თქვენი თემა და სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, ან შეიძლება ისეთი “ბუკეტი” გადაწყვიტეს (გინდა, არ გინდა ეს ყოველთვისაა), სადაც თქვენი თემის ადგილი არ მოიძებნა, ან შეიძლება თქვენი პროექტი მაგარი იყო, მაგრამ ქულები არ ეყო, ან სულაც შეიძლება საკითხი “წინასწარ იყო გადაწყვეტილი” და ა.შ.

და ეს “ბნელი” მხარე მთლიანად თქვენს კონტროლს მიღმა იმყოფება! და მისი წონა ჯამში 50% შეადგენს.

მქონია შემთხვევა, რომ ბიზნეს გეგმა იყო სუპერ, მაგრამ სესხი მაინც არ მისცეს წარმოებას გაფართოებაზე. რატომ? იმდენი ჰქონდა სესხი უკვე აღებული, რომ ყოველგვარი ლიმიტი ამოწურული ჰქონდა.

რა ბიზნეს გეგმის დამწერის ბრალია, თუ თავად თქვენ გაქვთ სხვა ტიპის პრობლემა? ან თუ თქვენი ბიზნეს გეგმა მარტო იმიტომ დაბრაკეს, რომ თქვენს რეგიონში ბევრი კარგი ბიზნეს გეგმა გაკეთდა და ბიუჯეტი ყველას არ ეყო?

3. თუნდაც გაიმარჯვოთ, სანამ ფულს მოგცემენ როგორც წესი კიდევ ერთ “ცხრილში” გაგატარებენ

შეიძლება პრეზენტაცია გაგაკეთებინონ, ან გაგესაუბრონ, შეიძლება ადგილზე გესტუმრონ, ან რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოგატანინონ.

აქ კი თავად უნდა ივარგოთ, თქვენმა პიროვნებამ, საქმის აწყობის ხარისხმა და ბევრმა უშუალოდ თქვენზე დამოკიდებულმა ფაქტორმა უნდა გააკეთოს თავისი.

როგორც წესი ეს გასაუბრების ეტაპია. და უნდა აქ დაამტკიცოს ბიზნესის წარმომადგენელმა, რომ მისთვის ფულის მიცემას აქვს აზრი.

დახედეთ ამ პოსტერს …

ეს ილუსტრირებული წარმოდგენაა (თან პროცენტების გადანაწილებით) იმისა, რაც ზემოთ ვისაუბრე.

რა გარანტია მაქვს რომ დამაფინანსებენ?

ცხადია არანაირი!

კარგი ბიზნეს გეგმით თქვენ გაქვთ შანსი რომ “კარი შეაღოთ”, რომ ვინმემ სერიოზულად აღგიქვათ, და ეს საერთო საქმეში პირველი ნაბიჯია, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი წონა აქვს.

დაიმახსოვრეთ:

ბიზნეს გეგმის დაფინანსების გარანტია – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ნებისმიერი, ვინც კი გეტყვით, რომ მოდი მე შენ დაგიწერ ბიზნეს გეგმას და გარანტიას გაძლევ, რომ კონკურსში 100% გაიმარჯვებ, მწარედ გატყუებთ!

თუ გარანტია არ მაქვს, რატომ გადავიხადო ფული ბიზნეს გეგმის დაწერაში?

ნუ გადაიხდით, თავად იწვალეთ!

და მზად იყავით, რომ თქვენი ნაწვალევით გამარჯვების შანსი გექნებათ 3-5 %.

მაშინ როცა სპეციალისტის დახმარებით გაკეთებული ბიზნეს გეგმით გამარჯვების შანსი გექნებოდათ 50%-თან იქნებოდა მიახლოებული.