ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ასეთი სტიმულირების პროგრამას ყოველთვის 100 % მივესალმები

მთავრობა აპირებს ვაშლის ჩაბარების სუბსიდირებას.

ასეთი სტიმულირების პროგრამას ყოველთვის 100 % მივესალმები (მიუხედავად იმისა რომ არჩევნები მოდის). ისევე როგორც 4%-მდე სუბსიდია მომწონს ბინის მყიდველებისთვის.

მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ჩემი გადახდილი გადასახადის დახარჯვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა.

რატომ? მიზეზი მარტივია: ეს მყიდველის ხარჯვის სტიმულირებაა!

კი მართალია აქ მყიდველი გადამამუშავებელი საწარმოა და გამყიდველი ფერმერი, თან 120,000 ტონა ვაშლის მოსავალია დასაბინავებელი და თან არჩევნები მოდის, მაგრამ პრინციპია აქ მთავარი, რაც ჩემთვის და საერთო შედეგისთვის არის მნიშვნელოვანი: ეს “სვლა” ქმნის მოთხოვნას, მოთხოვნა კი ამოძრავებს სამყაროს!

სწორედ ესაა თანამედროვე მიდგომა (მყიდველის სტიმულირება) და არა ის საბჭოთა მიდგომები, სადაც წარმოება სუბსიდირდება დღემდე ბევრ დარგში ჩვენთან (ყურძნის სუბსიდირება, თანადაფინანსების პროგრამა).