ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რა ხდებოდა დღეს Agro Food Drink Tech Expo 2016-ზე?

ზედმეტია იმის თქმა, რომ მაინტერესებს ეს თემა და ყოველ წელს ვესწრები …
შარშანაც ვიყავი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი …
პირველ დღეს არ მივდივარ ხოლმე …
სადაც ოფიციოზია, იქ არაფერი მესაქმება …
აი დღეს კი მეორე დღეს ვეწვიე …
და რაც მე იქ ვნახე გამაკვირვა …
შარშანდელთან შედარებით რა თქმა უნდა …
შარშანდელის ჩრდილიც არ არის წელს …
სამჯერ მცირე მაინცაა …
ყველა გაგებით: მონაწილეებიც … დამსწრეებიც …
აშკარაა, რომ არჩევნებმა ჩაიარა …

დაათვალიერეთ წლევანდელი სურათები ქვემოთ …
მერე გადაათვალიეერეთ შარშანდელი შეჯამება და მიხვდებით რასაც ვსაუბრობ …

შევატყვე შემდეგი:

1. წელს თითქოს მეტი იყო ბრენდირებული პროდუქცია, რომელიც კოოპერატივებმა წარმოადგინეს. საერთო ჯამში ცოტა მონაწილე იყო [საინტერესოა როგორ შეარჩიეს], მაგრამ დონე მაღალი მეჩვენა;

2. სივრცე, სადაც კოოპერატივები იყვნენ წარმოდგენილი, ძალიან ლამაზი დიზაინით გამოირჩეოდა. აშკარაა, რომ ვიღაცის გემოვნებიანმა ხელმა თავისი „დაღი დაასვა“ ყველაფერს;