ინვესტორს ეძებთ?

გაცნობებთ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს SME-ები (მცირე და საშუალო ბიზნესი) და ინვესტორები დააკავშიროს ერთმანეთთან. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აქ არ ვსაუბრობთ არც გრანტზე და არც სესხზე. საუბარია ინვესტიციაზე, ინვესტორზე, რომელსაც თქვენს SME-ში ინვესტიციის სანაცვლოდ წილს აძლევთ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებ აპლიკაცია, სადაც SME-ებს შეეძლებათ თავიანთი საინვესტიციო შეთავაზების განთავსება ქართულ/ინგლისურ ენებზე 1-6 თვის განმავლობაში. განთავსების ფასი (500-2500 ლარი) დამოკიდებული იქნება მოთხოვნილი ინვესტიციის მოცულობაზე და მოიცავს საინვესტიციო შეთავაზების პროფესიონალურად მომზადებასაც. საინვესტიციო შეთავაზებას ნახავენ აპლიკაციაში დარეგისტრირებული კვალიფიციური ინვესტორები მათ მიერ მითითებული პრიორიტეტების/ინტერესების მიხედვით. ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში აპლიკაცია დააკავშირებს SME-ს და ინვესტორს.

ინვესტორის მოძიება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ყველა სახის საინვესტიციო შეთავაზებებისთვის. მაგალითად გაქვთ მომგებიანი SME და შემდგომი გაფართოვებისთვის ეძებთ დამატებით კაპიტალს; ან SME ჯერ არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ ბიზნეს იდეა და ეძებთ პარტნიორს; ან გაქვთ SME და გსურთ მისი გაყიდვა; ან გაქვთ მიწის ნაკვეთი და გსურთ მასზე ტურისტული მეურნეობის განვითარება და ა.შ.

2025-08-16 განახლება:

თუ ამ გვერდზე მოხვდებით და ამ სტატიას წაიკითხავთ იცოდეთ, რომ პროექტი დაიწყო 2025 წლის 12 აგვისტოს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ – https://winvest.network