2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება რიგით მე-16 International Fermented Food Expo (IFFE 2018), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაში ჩვენს ჩართულობას მხარს უჭერს საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში.
ქართველებს ძალიან კარგი სახელი გვაქვს გასული ორი მონაწილეობის შედეგად (იხილეთ 2016 და 2017 წლის მონაწილეობის ანგარიშები). იხილეთ IFFE 2018 ოფიციალური ვებსაიტი, სადაც მთავარ სლაიდშოუში ჩვენს სტენდთან გადაღებული სურათი ჩანს პირველი; აქ კი იხილეთ IFFE 2018-ის ოფიციალური ბროშურა, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფოტო ქართულ პავილიონთანაა გადაღებული. წელს საქართველოს გაცილებით მეტად იცნობენ და მოლოდინი დიდია. ეს ნიშნავს ქართული ნაწარმისადმი მეტ ინტერესს კორეელი, იაპონელი, ჩინელი და ა.შ. buyer-ების მხრიდან. საერთაშორისო პავილიონში კი საუკეთესო 4 სივრცე გვაქვს დათმობილი ქართული ნაწარმის წარმოსაჩენად.
მწარმოებლებო, თუ გეამაყებათ თქვენი ნაწარმი, ზრუნავთ იმიჯზე, გაყიდვებზე და მომავალზე, IFFE 2018-ში მონაწილეობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ! თქვენზე არის მხოლოდ პროდუქციის ნიმუშების და მათი საჰაერო გზით ტრანსპორტირების ხარჯი: 20 კგ პროდუქციის (თავისი შეფუთვით) ტრანსპორტირება 150 USD.
IFFE 2018-ში მონაწილეობისას თქვენ რეალურ ინვესტიციას აკეთებთ თქვენს იმიჯში. ჩვენი 10 დაპირებაა:
- IFFE 2018-ის საერთაშორისო პავილიონის ქართულ კუთხეში დალაგდება თქვენი ნაწარმი და პრომო მასალა;
- გადავიღებთ და მოგაწვდით ხარისხიან ფოტოებს, რომლითაც იამაყებთ თქვენც და ჩვენც;
- ექსპოდან გავაკეთებთ FB Live-ს და მთელ საქართველოს გავაცნობთ თქვენს ნაწარმს;
- KAR.GE ვებსაიტზე დაიდება IFFE 2018-ში თქვენი მონაწილეობის ამსახველი სტატია;
- IFFE 2018 დღეებში მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე ფოტორეპორტაჟით წარმოვაჩენთ უშუალოდ თქვენს ნაწარმს;
- IFFE 2018-ზე წასვლის წინ ქართული მედიაში გავავრცელებთ პრეს რელიზს, სადაც თქვენც იქნებით მოხსენიებული;
- IFFE 2018-ზე გადავიღებთ საერთო ფოტოს თქვენი პროდუქციით;
- თუ FB გვერდი არ გაქვთ, ჩვენ გაგიკეთებთ, მოგიწესრიგებთ და გასწავლით როგორ ამუშაოთ;
- IFFE 2018-ზე ყველა გენერირებულ კონტაქტს გადმოვამისამართებთ თქვენსკენ;
- IFFE 2018-დან დაბრუნების შემდეგ 1) ქართულ მედიაში გავავრცელებთ პრეს რელიზს, სადაც თქვენც იქნებით მოხსენიებული, 2) KAR.GE-ზე დავდებთ შეჯამებას, 3) მოძრაობა KAR.Ge-ს FB გვერდზე გავაკეთებთ პოსტ კამპანიას, სადაც ინდივიდუალურად წარმოვაჩენთ თითოეული კომპანიის კომპანიის მონაწილეობას IFFE 2018-ში;
577 73 79 64 – დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ.
20 კგ. ნიმუშის ტრანსპორტირების ფასია 150 USD.
მივემგზავრებით 22 ოქტომბერს!