მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > IFFE 2017: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

IFFE 2017: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

19-23 ოქტომბერი, 2017 …
კორეის რესპუბლიკა, ქალაქი ჯონჯუ …
IFFE 2017 – ფერმენტირებული საკვების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა …
ერთადერთი ექსპო მსოფლიოში, რომელიც პოზიცირდება როგორც “ფერმენტირებული საკვების” საერთაშორისო ექსპო …

ნამდვილად გვეამაყება, რომ წელსაც ჩავედით, დასახული მიზნები შევასრულეთ და რაც მთავარია შარშანდელთან შედარებით (IFFE 2016 მონაწილეობის ანგარიში) წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

აი სად ვიყავით (პრომო ვიდეო)

 

რა? სად? როდის?

მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA Tbilisi Branch-მა ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს ჩატარებულ საერთაშორისო ექსპოზე IFFE 2017 – International Fermented Food Expo წარადგინეს. IFFE 2017 კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს მე-15-ჯერ გაიმართა, ქართული დელეგაცია კი მასში მეორედ იღებდა მონაწილეობას. მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და სტუმრები, მათ შორის Jellbuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია.

IFFE 2017-ზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქართული პროდუქციის ნაკრები: Only Good Wine-ის 10-მდე დასახელების ღვინოები და მაგარი სასმელები, კორეის ბაზრისთვის სპეციალურად ბრენდირებული 3 სახის ჩურჩხელა – “Churub”, 3 კომპანიის თაფლის 6 სახეობა 8 სხვადასხვა შეფუთვაში (ჯააძის თაფლი, კოდის თაფლი, თაფლი “Kartuli”), წყალი “სნო” სხვადასხვა მოცულობის ბოთლებში, ჩეროს 10-მდე სახეობის წვენები, მეგრული აჯიკა, ენერგეტიკული სასმელები START და ROCK N ROLL, გურიელის ჩაის 10-მდე სახეობა. პირველად საქართველოდან საერთაშორისო ექსპოზე წარდგენილი იყო ბაქმაზი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

 

ქართული დელეგაციის 4 SMART მიზანი

1) პროდუქციის დეგუსტაციები, ადგილზე გაყიდვა და მიღებული თანხით მწარმოებლის ხარჯების (ნიმუშები, ტრანსპორტირება) დაფარვა;
2) ერთი მაინც buyer-ის პოვნა ერთი მაინც ნაწარმისთვის;
3) ერთი მაინც ონლაინ სავაჭრო პორტალის “დამეგობრება”, სადაც შეიძლება ქართული ნაწარმი გაიყიდოს;
4) ერთი მაინც სავაჭრო ობიექტის პოვნა, სადაც შეიძლება ქართული ნაწარმის გაყიდვა მოხდეს.

ამ 4-დან პირველი მიზანი რამოდენიმე მწარმოებლის შემთხვევაში მიღწეულია. დანარჩენებზეც დავდებთ შედეგებს ნელ-ნელა.

 

რა იყო წელს განსაკუთრებული?

1. პრომო ვიდეო ქართველების მონაწილეობით. სიმბოლურია, მაგრამ დაფასებაა, როცაა ამოდენა ღონისძიების პრომო ვიდეოში ჩვენ წარმოგვაჩენენ (კადრებში).

2. ჩვენი სურათი მთავარ ბროშურაში. შარშანდელი ფოტო იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ამ ბროშურის 4 მთავარ ფოტოს შორის მოხვდა. იხილეთ ექსპოს ოფიციალური ბროშურა აქ (დააკვირდით, ექსპოს მთავარ ბროშურაში 4 სურათს შორის ერთი ქართულ სტენდზეა გადაღებული)

3. პოსტერი ბუსანში ავტობუსზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ 24 ოქტომბერს. როგორც ჩანს ჩვენმა ეფექტურმა ფოტომ იმდენი ჰქნა, რომ ორგანიზატორებს თავი ავტობუსის პოსტერად გამოაყენებინა. ესეც კიდევ ერთი დაფასებაა ჩვენი აზრით.

4. IFFE 2017-ის ოფიციალურ მიღებაზე “შემაწერეს” სადღეგრძელო, რომელსაც აშკარად გავართვი თავი. თან ისე, რომ 20+ ქვეყნის დელაგაცია სუმატრადან დაწყებული აშშ-თი დამთავრებული 350+ ადამიანი სულ ქართველებზე და ქართულ თამადობაზე ლაპარაკობდა მთელი მიღების განმავლობაში.

5. საქართველოს ელჩის ვიზიტი იყო ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც ქართული დელეგაციის ჩართულობას განსაკუთრებული წონა შესძინა.

6. საკუთარი თვალით ნახეთ გუბერნატორისა და ელჩის ვიზიტი ქართულ პავილიონთან.

7. ჩვენი შექმნილი საექსპორტო კატალოგიც წარმოვაჩინეთ. ნაწილი საელჩოს დავუტოვეთ, ნაწილი კი სტუმრებში გავავრცელეთ.

მადლობა ვის?

პირველ რიგში დიდი მადლობა IFFE 2016 ორგანიზატორებს. 54 კვადრატულ მეტრიან პავილიონში ყველა პირობა იყო შექმნილი საიმისოდ, რომ ეფექტურად და ეფექტიანად გვემუშავა. არც თარჯიმნები მოგვკლებია და არც ყურადღება.

უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და სტუმრები, მათ შორის Jellbuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია.

უდიდესი მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ჩაერთო საერთაშორისო ექსპოში. ჩვენ 12 მწარმოებლის პროდუქციის წარმოჩენა შევძელით სრულფასოვნად.

და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენს გუნდსაც ეკუთვნის. 54 კვადრატულ მეტრი ფართის პავილიონში გაშლილ ქართულ პროდუქციას ვემსახურებოდით 5 ქართველი და 7 კორეელი, რომელთაც პერიოდულად შემოგვეშველებოდნენ ხოლმე ჩვენი სხვა კორეელი მეგობრები. განსაკუთრებული მადლობა Tbilisi-OKTA-ს წარმომადგენელს, ბნ. Kwang Bok Lee-ს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქართული დელეგაცია ღირსეულად წარმოჩენილიყო IFFE 2017-ზე.

 

IFFE 2017-ზე წარმოდგენილი პროდუქცია

IFFE 2017 -თვის წლის დასაწყისიდან ვემზადებოდით. 14 ივლისს პირველად გავაჟღერეთ TV იბერიას პირდაპირ ეთერში. 26 ივლისს ანონსიც დავდეთ. 11 ოქტომბერს კი ბოლო შეხსენება. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება და ეს შედეგზეც აისახა.
– ჯააძის თაფლი
– აჯიკა “ჯობსი”
– ენერგეტიკული სასმელები სტარტი & როკენროლი
– წყალი “სნო”
– ზედაზენის “ჩერო”
– გურიელის ხილის ჩაი
– “დეკა”-ს ყაბალახი
– კოდის თაფლი
– ჩურჩხელა “ჩურუპი”, რომელიც სპეციალურად კორეის ბაზრისთვის შეიქმნა
– თაფლი “kartuli”
– ბაქმაზი
– Only Good Wines ღვინოები და მაგარი სასმელები

 

ფოტო გალერეა

IFFE 2017-ის შემდგომი ნაბიჯები

გრძელდება მუშაობა კორეელ, იაპონელ და ჩინელ ბაიერებთან, რომლებიც ექსპოზე წარმოდგენილი ნაწარმის მიწოდებით არიან დაინტერესებული.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"