ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გინდა ასეთი ძაღლუკა? მაშინ ეხლავე ეწვიეთ #აჩუქექართული საშობაო ბაზრობას აღმაშენებელზე

დღეს ვეწვიე აღმაშენებელზე გახსნილ #აჩუქექართული -ს ბაზრობას …
თან ხელცარიელი ხომ არ წამოვიდოდი?
რაღაც მინდოდა, ქართული …
თან ორიგინალური …
თან თემატური, ახალ წელთან რომ ყოფილიყო კავშირში …
თან დროსთან რომ ყოფილიყო კავშირში …
და ეს აღმოვაჩინე!
20 ლარი გადავიხადე და ჩემს კედელს უკვე ამშვენებს!

 

მომავალი წელი ძაღლის წელია …
ვფიქრობ დაფასდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა ერთგულება …
განსაკუთრებით საქმისადმი ერთგულება …

PS
იმედია ძალიან ძაღლური წელი არ იქნება …

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.