უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბნ. სიმონ ნოზაძეს, საქართველოს პარლამენტარს, ქალაქ ხაშურის მაჟორიტარს. იგი პირველია პარლამენტარებს შორის, რომელიც მოძრაობა KAR.GE-ს მოკრძალებულ თხოვნას გამოეხმაურა და #30დღიანიგამოწვევა -ში #მევყიდულობქართულს #ძალაერთობაშია ჩაერთო ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები. გაინტერესებთ რა ნაწარმი იყიდა ბნ. სიმონმა?
სია ასე გამოიყურება:
- ბარამბოს ტკბილეული: შოკოლადის ნაკრები, შოკოლადის ფილა სამარხვო და კამფეტები
- ბადაგონის ცქრიალა ღვინო
- გიუაანის ღვინო, მანავის საფერავი
- არაჟანი „სოფლის ნობათი“
- ქარელის ჩირი „ჩიკორი“
- გურიელის მწვანე ჩაი
- ყაზბეგის ლიმონათები, მსხალი და ტარხუნა
- წიწაკის მწნილი
- მარნეულის ტომატი და ქლიავის ჯემი
- ქართული ლუდის კომპანიის „ჩერო“
აი, ბნ. სიმონის ვიდეოც
…
რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?
ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/
სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.