82.5%-იანი ნაღდი კარაქი, რომელიც ნამდვილად ხარისხიანია და ფასიც ამას მოწმობს წარმოებულია „ჩვენი ფერმერი“-ს მიერ და ფართოც ხელიმსაწვდომია ქსელში. ცხადია ფასით სათანადო აქვს და თითქმის 5.5 ლარი ღირს.
თან ეტიკეტიც მეტად ორიგინალური აქვს და გურული ძმების ისტორიას გვაცნობს, რომელთაც ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლედ (დეტალებში არ შევალ, ვინაიდან იყიდეთ და ნახეთ)
ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:
…
რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?
ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/
სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.