ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მწარმოებლებს: გიწვევთ სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო ექსპოზე (IFFE 2017)

მოძრაობა KAR.GE და World-OKTA Tbilisi ქართული კვების პროდუქტების მწარმოებლებს ვიწვევთ სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო გამოფენაში – International Fermented Food Expo 2017 (IFFE 2017) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 19-23 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს უკვე მე-15-ჯერ გაიმართება. World-OKTA – http://www.okta.net/ მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, მათ შორის თბილისშიც. მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა.

პირველად IFFE-ში ქართულმა დელეგაციამ 2016 წლის 20-24 ოქტომბერს მიიღო მონაწილეობა. მაშინ ჩვენ 46 მწარმოებლის მიერ წარმოებული 17 კატეგორიის 124 სხვადასხვა სახის ნაწარმი 6 სტენდიან ქართულ პავილიონში 54 კვადრატულ მეტრ სივრცეში წარვადგინეთ. ადგილზე შედგა 80-მდე ნაწარმის დეგუსტაცია, რომელთაც და მთლიანად ქართულმა პავილიონმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მოძრაობა KAR.GE-ს და World-OKTA Tbilisi-ს მონაწილეობას აქტიურად დაუჭირა მხარი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ. მონაწილეობის სრული ანგარიში იხილეთ აქ – http://kar.ge/iffe2016report/ . ჩვენი მონაწილეობა აქტიურად გააშუქა როგორც ქართულმა, ასევე ადგილობრივმა მედიამ კორეაში. ექსპოს კონკრეტული შედეგი: 2017 წლის მარტში ექსპორტზე გავიდა ჩურჩხელა.

პატივცემულო მწარმოებლებო,

IFFE 2017 ეს არის დიდებული შესაძლებლობა, რომ თქვენი პროდუქცია წარადგინოთ მსოფლიო კლასის საერთაშორისო გამოფენაზე, დაამყაროთ კავშირები აზიელ მყიდველებთან და სადისტრიბუციო ქსელებთან. იხილეთ ექსპოს ოფიციალური ბროშურა აქ (დააკვირდით, ექსპოს მთავარ ბროშურაში 4 სურათს შორის ერთი ქართულ სტენდზეა გადაღებული). ექსპოზე შეგიძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი საკვები პროდუქტით მონაწილეობა, თუმცა ფერმენტირებულს უპირატესობა ენიჭება.

მწარმოებლებს ვთავაზობთ IFFE 2017-ში ჩართვის ორ ფორმას:

1. სრული ჩართულობა. ანუ, კომპანიის წარმომადგენელი მობრძანდება პროდუქციით. ამ შემთხვევაში თქვენ მხარდაჭერის სახით უფასოდ მიიღებთ 3,000 $-მდე ღირებულების მომსახურებას:
– 9 კვადრატული მეტრის ფართის საგამოფენო უჯრედი;
– ტრანსპორტირება ადგილზე აეროპორტი ↔ ექსპო და სასტუმრო ↔ ექსპო სპეციალური გამოყოფილი ავტომობილით;
– B2B შეხვედრების მომსახურება. საქმიანი შეხვედრების სერია დისტრიბუტორებთან და მყიდველებთან;
– მთარგმნელობითი მომსახურება. ინგლისურ, ჩინურ, იაპონურ ენებზე თარგმანი;
– პიარ მომსახურება. ბიზნეს დირექტორიაში უფასოდ ჩასმა. სტატიებში, მედია მასალებში განთავსება;
თქვენი გადასახდელი იქნება (საერთო ჯამში 1800-2000 USD ერთი ადამიანის შემთხვევაში):
– ვიზა და დაზღვევა 100$-მდე;
– ლანჩი და სადილის ხარჯი. ეს დაახლოებით 40 $ ხარჯია დღეში;
– სასტუმროს ხარჯი. დაახლოებით 70 $ ღამეში (ფასდაკლებით);
– ტვირთის ტრანსპორტირება. 32 კგ უფასოა, დამატებით 64 კილომდე ტვირთის ტრანსპორტირება ჯდება 370 $-მდე;
– საერთაშორისო ფრენა სეულამდე 700 $-მდე;

2. თქვენ შეგიძლიათ გაგვატანოთ თქვენი პროდუქციის ნიმუშები, რომელთაც ჩვენ წარმოვადგენთ ექსპოზე. ამ შემთხვევაში თქვენი გადასახდელი იქნება ნიმუშის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელიც კილოგრამზე შეადგენს 10 USD. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ:
– ექსპოზე ქართულ პავილიონში სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე თქვენი ნაწარმის განთავსება;
– მაგიდის თქვენი ლოგოთი ბრენდირება;
– დეგუსტაციის ჩატარება (თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია);
– როლაპის/პოსტერის გაკვრა სტენდზე. სხვა სარეკლამო მასალების წარმოდგენა;
– დაინტერესებული კონტაქტების გადამისამართება;

რა ფორმითაც არ უნდა ჩაერთოთ, ჩვენ გპირდებით:
– Live FB ტრანსლაცია ექსპოდან, სადაც ვაჩვენებთ მაგიდას/სტენდს;
– ფოტო მასალები (მინ. 30 კარგი ფოტო);
– პროდუქცია ქართული დელეგაციის საერთო ფოტოზე;
– ექსპოსთვის მომზადებულ სპეციალურ E კატალოგში განთავსება KAR.GE-ზე;
– ესპოში ჩართვის შესახებ KAR.GE სტატია;
– მედია მასალებში (რელიზი) კომპანიის/ბრენდის დაფიქსირება;
– KAR.GE-ზე დღის შეფასებებში დაფიქსირება, ასევე საერთო შეჯამება;

განრიგი ასეთია (10 დღე):
– გამგზავრება თბილისის აეროპორტიდან – 15 ოქტომბერი, 22:30;
– ჩასვლა სეულში – 16 ოქტომბერი, 22:10;
– ჩასვლა ქალაქ ჯონჯუში – 17 ოქტომბერი;
– საგამოფენო სტენდების მოწყობა – 18 ოქტომბერი;
– საერთაშორისო ექსპო – 19-23 ოქტომბერი;
– სეულში ჩამოსვლა, გამომგზავრება და ჩამოფრენა საქართველოში 24 ოქტომბერი;

უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა TV იბერიას და კონკრეტულად კი გადაცემა ბიზნეს კოდს პირდაპირ ეთერში ანონსის შესაძლებლობისათვის

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდით მოძრაობა KAR.GE-ს: 577 73 79 64 და info@kar.ge