ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თხის ყველი, ამალთეა, დღე #26

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

თხის რძის ყველი პირველად ჩემს ცხოვრებაში გუშინ სიღნაღში გავსინჯე და ვაღიარებ, რომ ეს არის უმაგრესი და უგემრიელესი პროდუქტი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს ყველამ!!!

გავსინჯე სად? ფესტივალზე გურმანი საქართველო 2016“, სადაც თხის ყველი ქალბატონ ლიანა დემეტრაშვილს ჰქონდა წარმოდგენილი. ქ-ნი ლია ბრენდი “ამალთეა“-ს სახელით აწარმოებს თხის რძის პროდუქტებს. მას თავად აქვს ფერმა და 50-მდე თხას უვლის. თხის რძის ყველი არის რა თქმა უნდა ძვირია, მაგრამ ოოო, ეს ნამდვილი სასწაულია, თხის რძის სამკურნალო თვისებების მთელი ბუკეტია მყარ ფორმაში.

ეხლა რაც შეეხება თხის ყველის შეძენას …

მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ქალბატონ ლია დემეტრაშვილს Facebook-ით და ტელეფონით – 593 16 40 69.