ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ბათუმი

ანონსი: 5-6-7 ივლისს ბათუმში ერას მოედანზე “გურმან ფესტი” გეპატიჟებათ ?

ხელნაკეთ ოსტატთა გილდიის ორგანიზებით 5-6-7 ივლისს ბათუმში ერას მოედანზე „გურმან ფესტი“ ტარდება. ეს ადგილი ფრიად დატვირთულია ტურისტებით და თუ სათანადო ნაწარმი გაქვთ, კარგი შანსია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია აწარმოებდე უნიკალური დიზანის ან/და კონცეფციის ხარისხიან პროდუქტს. ცხადია არასაკვებთან ერთად, საკვებიც აუცილებელია. აბა გურმან ფესტი ისე როგორ გამოვა? მონაწილეობის მსურველებს გთავაზობთ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირს. დაგჭირდებათ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოთ ნამუშევრები / ნაწარმის …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 23-24 დეკემბერს ბათუმში, ბათუმი მოლში Argani New Year Market გაიმართება

ძვირფასო მეგობრებო! 23-24 დეკემბერს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში – Batumi Mall შედგება ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “Argani New Year Market“. 2 დღის განმავლობაში 5,000-მდე სტუმარს და მყიდველს დატვირთულ სავაჭრო ცენტრში დახვდება უამრავი სახის ხელნაკეთი ქართული ნაწარმი, აქციები, სპეციალური გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის ანიმატორების მონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობები, ბავშვების ნახატების გამოფენა და გაყიდვა (აუქციონი). შედგება მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ქმნი ხელნაკეთ ნაწარმს? გაინტერესებს …

განაგრძე კითხვა »

ფოტოები: საფესტივალო სოფელი ბათუმში

ერთი კვირის წინ ბათუმში „გავძვერი“ და აჰა თქვენ მეტად საინტერესო ფოტოები (y) ბათუმის საფესტივალო სოფელი ივნისის მერე ფუნქციონირებს. იგი ბათუმის ძველ ბულვარშია მოწყობილი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეს არის ორი პარალელურად მდგარი ხის შენობა, რომელშიც ქართული წარმოების პროდუქცია იყიდება. უდაოდ დადებითი ფაქტია რაც იქ ხდება [რასაც თვალი ხედავს]. ღონისძიება ცხადია ტურისტებისთვისაა გათვლილი და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეხლა კი იდეა, რომელიც ძალიან …

განაგრძე კითხვა »

ფოტოები აჭარის თაფლის ფესტივალიდან, რომელიც 13-14-ში ჩატარდა

ამ რამოდენიმე დღის წინათ kar.ge -ზე დავაანონსეთ … 2 დღის წინათ კი ადგილზე მოვინახულეთ ეს ძალიან მაგარი ღონისძიება ბათუმში … გემრიელი ადამიანებიც ვნახეთ … გემრიელი თაფლიც დავაგემოვნეთ … და ერთ კარგი საქმეც გავაკეთეთ: ეს ფოტოკოლკაჟი … დაათვალიერეთ და ისიამოვნეთ თქვენც … მხოლოდ ერთს ვიტყოდი: კიდევ კარგი, რომ ასობით ტონა თაფლს ყიდულობენ თურქები და არაბები, თორემ ევროკავშირის ბაზრის იმედზე ყოფნამ რაც …

განაგრძე კითხვა »

თაფლის ფესტივალი, 13-14 აგვისტო, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან

13-14 აგვისტოს აჭარაში, უკვე მეორედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, სადაც თაფლსა და თაფლის პროდუქციას ადგილობრივი და რეგიონის წარმომადგენელი მეფუტკრეები წარადგენენ. შარშანდელთან შედარებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და ორი დღე გაგრძელდება. შანშანდელი თაფლის ფესტივალი ჩვენც გავაშუქეთ. ანონსიც დავდეთ და ფოტორეპორტაჟიც. ჩვენ თვითონ იქ არ ვყოფილვართ, მაგრამ ფოტოები მოგვაწოდეს ორგანიზატორებმა. წელს კი ჩავალ ადგილზე და ჩემი თვალით ვნახავ. 13 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ფესტივალი …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოიყურება „Checkin Georgia”-ს ფარგლებში გახსნილი ბათუმის საფესტივალო სოფელი?

ბათუმის საფესტივალო სოფელი უკვე თითქმის 1 თვეა რაც ფუნქციონირებს. იგი ბათუმის ძველ ბულვარშია მოწყობილი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეს არის ორი პარალელურად მდგარი ხის შენობა, რომელშიც ქართული წარმოების პროდუქცია იყიდება. უდაოდ დადებითი ფაქტია რაც იქ ხდება [რასაც თვალი ხედავს]. ღონისძიება ცხადია ტურისტებისთვისაა გათვლილი და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. დაათვალიერეთ ფოტოები, რომელთა გამოგზავნისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბრენდი „ჩირკოლადი“-ს წარმომადგენლებს (Y)

განაგრძე კითხვა »

გაინტერესებს მიწის თხილი “ბუმი” როგორია?

მიწის თხილი ბუმი

აგვისტოში, ბათუმში 2 დღით სტუმრობისას აღმოვაჩინე ეს მიწის თხილი. სპეციალურად ვეძებდი, რომ რამე ადგილობრივი წარმოების მენახა და kar.ge-ზე გამეშუქებინა. გამყიდველს რომ გავანდე ჩემი განზრახვის შესახებ გაუკვირდა, რად გინდაო. გაუკვირდა ეს რომ ვიყიდე 1.2 ლარად და არა იმპორტულები, უკეთესად შეფუთულები და სავარაუდოდ უფრო გემრიელებიც. შ.პ.ს “ბუმი”-ს საკონტაქტო ინფორმაციას ინტერნეტში ძებნისას გადავაწყდი. მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქ.N18/20, ბ.N68; ელ.ფოსტა : adambadze78@mail.ru; …

განაგრძე კითხვა »

თაფლის ფესტივალი, ფოტომიმოხილვა

ბათუმის თაფლის ფესტივალი

22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველად აჭარაში ჩატარდა თაფლის ფესტივალი. ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალს მხარი დაუჭირა მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამამ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსმა. ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო და აჰა თქვენ რამოდენიმე ფოტო, რომლებიც თავად ორგანიზატორებმა გამოგვიგზავნეს:    

განაგრძე კითხვა »

თაფლის ფესტივალი, 22 აგვისტო, ბათუმის ბულვარში

თაფლის ფესტივალი, 22 აგვისტო, ბათუმის ბულვარში

60 ადგილობრივი მეფუტკრის თაფლი აჭარის 10 ხეობიდან, 5 მუნიციპალიტეტიდან – ეს უკვე დიდი ძალაა … 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველად აჭარაში ჩატარდება თაფლის ფესტივალი. ყველაფერი 12:00-21:00 პერიოდში მოხდება. ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია და ტარდება მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია …

განაგრძე კითხვა »

მიხო ბათუმში ნებივრობს …

მიხო ბათუმში ნებივრობს

მიხო ბათუმში სანაპიროზე ნებივრობს და ცალთვალმოჭუტული გასცქერის ალის და ნინოს მოძრავ ქანდაკებას. აკვირდება, აკვირდება და თავისთვის ჩაილაპარაკებს: -ეს შობელძაღლები იმდენ შადი-გადიან რო, ბოლო ბოლო ბალღ გააკეთებენ!!! 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »