ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დაბი

სვანური მარილი – დაბი ოჯახური

გაიცანით კომპანია დაბი, ხარისხიანი მწნილების, სანელებლების და საწებლების მწარმოებელი და ყველაფერი ასეთ ლამაზ შეფუთვებში. დაბი სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი გამოფენაზე – „აწარმოე საქართველოში“, რომელიც 14 და 15 მაისს ძველი პარლამენტის წინ გაიმართა. ეს იყო გამოფენაც და გაყიდვაც. ეს კონკრეტული სვანური მარილი საჩუქრად გადმომცეს მწარმოებლებმა. უნდა ვაღიარო, რომ ამისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი. მადლობა მათ.

 

სვანური მარილი

პროდუქტი მართლაც კარგია! სვანური მარილი სხვაგვარი მაინც ვერ იქნებოდა …

აქვე მეგობრული რეკომენდაცია: ასეთ კარგ პროდუქტს ასეთი ვებსაიტი და ასეთი Facebook გვერდი [გვერდიც არ არის, პროფილია] არ შეესაბამება. დახვეწილი ინტერნეტ ფანჯრის გაკეთებას ბევრი არ სჭირდება. კარგი იქნება თუ მიხედავთ;