ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მარილიანი ჩხირები – ჩაკბიჩე და ახრაშუნე

ქართულია & kar.ge-ა!

ვის არ უყვარს მარილიანი ჩხირები? იგი ხომ საუკეთესო თავშესაქცევია როდესაც რაღაც გვინდა და თან ამავდროულად არ ვიცით რა… დღეს არჩევანი ქართული წარმოების, ბრენდ Ramco-ს მარილიან ჩხირებზე შევაჩერე. შპს “ჯეო მარკი” აწარმოებს მარილიან ჩხირებს, რომელიც ჰიპერმარკეტ “გუდვილში” იყიდება და 210 გრამიანი შეფუთვა 1.40 ლარი ღირს. სხვა მარილიან ჩხირებთან შედარებით ფასი ძვირი გამოდის, მაგრამ როდესაც დავაგემოვნე ძალიან მომეწონა. მას ახლად გამომცხვარი გემო, ზომიერად მარილი და კარგი არომატი აქვს. მარილიანი ჩხირები სულ რაღაც 371 კალორიას შეიცავს. პროდუქტი არის სამარხვო.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.