ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ლონდონში ექსპორტის შანსი

მოძრაობა KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ჩვენი თანამემამულე ლონდონიდან, რომელმაც გახსნა  ქართული პროდუქციის ბრენდული მაღაზია და სარეალიზაციოდ სჭირდება ქართული ხარისხიანი პროდუქცია.

ასე რომ, თუ თქვენ:

  1. თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა გაინტერესებთ ლონდონში;
  2. და შეგიძლიათ სათანადო საბუთების მოწესრიგება;

დაგვიკავშირდით info@kar.ge და დაგაკავშირებთ საჭირო ადამიანს.

საჭირო პროდუქციის ჩამონათვალი:

  1. ჯემები, მურაბები
  2. ტყემალი
  3. ჩურჩხელა
  4. მწნილები [ნივრის მათ შორის]
  5. ჯონჯოლი
  6. მჭადის ფქვილი
  7. წვენები
  8. გაყინული ნახევარფაბრიკატებიც კი

პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ხარისხიანი და რასაც შენახვის ვადა აქვს 1 წელი მაინც.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროდუქტი უნდა იყოს „მოწოდების სიმაღლეზე“ ყველა თვალსაზრისით!