ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორეაში საერთაშორისო FOODEXPO-ში?

როგორც იცით მოძრაობა KAR.GE სამხრეთ კორეაში გამართული მე-14 უზარმაზარი საერთაშორისო FOOD Expo-ს კორეული ორგანიზატორის პარტნიორია საქართველოში. ამ დიდი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების თანაორგანიზატორობა ჩვენ ძალიან გვეამაყება და ვეძებთ 10-მდე ქართულ კომპანიას, რომელთა მონაწილეობას კორეის მხარე სრულად აფინანსებს!

დიდი მადლობა TV პირველს და საქმიან დილას ჩვენი მხარდაჭერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ გაიგოს ამის უნიკალური შანსის შესახებ. ამ სტატიაში დეტალური ინფორმაციაა მოცემული. ვიდეო ფაილში დეტალურადაა აღწერილი პროექტის სარგებელი.

დაინტერესებულ მეწარმეებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე – 577 73 79 64 და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. რეგისტრაცია 20 ივლისამდე გრძელდება.