ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შეჯამება: 2018 წლის 1-31 მაისი, 1 თვიანი კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია”

პატივცემულო მეგობრებო,

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოძრაობა KAR.GE-მ წარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით 2018 წლის 1-31 მაისის პერიოდში გახორციელა 1 თვიან კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთ გაგვეცნო ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები.

შევქმენით სპეციალური პრომო გვერდი და კამპანია აპრილის ბოლოს დავაანონსეთ. ამ ვიდეოში კი TV ობიექტივზე მოკლედ არის აღწერილი ჩვენი გეგმა.

"ეს პროდუქცია ჩვენია" – მოძრაობა KAR.GE მაისის კამპანიას იწყებს

1. რას მოიცავს კამპანია "ეს პროდუქცია ჩვენია"?2. რატომ ვატარებთ მას 1-31 მაისის პერიოდში?3. ვინ ჩაერთვება და როგორ?ყველა პასუხი 2 წუთიან ვიდეოშია 🙂

Posted by მოძრაობა KAR.GE on ორშაბათი, 30 აპრილი, 2018

 

იხილეთ პოსტერები – #ესპროდუქციაჩვენია, რომლებიც სპეციალურად დამზადდა და განთავსდა KAR.GE-ს FB გვერდზე მთელი თვის განმავლობაში.

ყველა პოსტერი, რომელიც მომზადდა 2018 წლის 1-31 მაისის პერიოდში მოძრაობა KAR.Ge-ს მიერ განხორციელებული კამპანიის – #ესპროდუქციაჩვენია ფარგლებში

Posted by მოძრაობა KAR.GE on კვირა, 08 ივლისი, 2018

 

ქვემოთ კი იხილეთ ვიდეოები, რომლებიც წარმოებებიდან გავაკეთეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ პირველები ვართ, ვინც ასეთი ფორმით დაიწყო წარმოებებიდან ვიდეო ჩართვების კეთება. მიუხედავად იმისა, რომ ხან ინტერნეტის სიჩქარე არ გვიწყობდა ხელს და LIVE გვიწყდებოდა, ხან განათება იყო დაბალი და კარგად არ ჩანდა, ხან კი ათასობით კომენტარზე გვიწევდა დიდი სიამოვნებით პასუხის გაცემა რასაც უამრავი დრო მიჰქონდა, მაინც მოვახერხეთ, რომ 9 წარმოებიდან გაგვეკეთებინა ჩართვა. რეიტინგები? რიცხვებს ჩახედეთ …

 

“ქართული პრემიუმი”

FB ლაიკი: 300+

FB გაზიარება: 208

FB კომენტარი: 373

FB ვიდეოს ნახვა: 22,000+

FB წვდომა (reach): 48,000+

გაიცანით „ქართული პრემიუმი“-ს ხორცპროდუქტების საწარმო

გურმანებო აქეთ ?თქვენი თვალით ნახეთ ?% ქართული ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტების მცირე საოჯახო საწარმო – ქართული პრემიუმი -ის საწარმოო პროცესი ?? რა უნდა გვახსოვდეს?1️⃣ ნედლეული არის ?% ხორცი და ?% ქართული. ? საქონლის ხორცი მოაქვთ აგლაძის მაცივრებიდან (სპეციალურად მინდვრის საქონლის და არა ბაგურ კვებაზე მყოფის). ? ღორის ხორცი კი მოაქვთ მჭადიჯვრიდან, სადაც არის ღორსაშენი;2️⃣ პროდუქცია არის პრემიუმ ხარისხის და მიეწოდება მაღალი კლასის სასტუმროებს, რესტორნებს და კლიენტებს. პროდუქციის ყიდვა შეგიძლიათ თავად საწარმოდან (ჭყონდიდელის 87) ან "ქართული პრემიუმი"-ს საფირმო ობიექტში, რომელიც თბილისში, საბურთალოზე, ზაქარიაძის 3-ში მდებარეობს;3️⃣ ამ საოჯახო ბიზნესს უძღვებიან მამა და 5 ვაჟკაცი, რომლებიც მთელი ოჯახით არიან ჩართული თქვენთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დამზადების და მოწოდების საქმეში.მეტი და მეტი ასეთი წარმოება საქართველოს!#ქართულიპრემიუმი#ესპროდუქციაჩვენია#ქართულიადაკარგია

Posted by მოძრაობა KAR.GE on სამშაბათი, 05 ივნისი, 2018

 

„ჯეო მულჩი“

FB ლაიკი: 600+

FB გაზიარება: 1,400+

FB კომენტარი: 210

FB ვიდეოს ნახვა: 55,000+

FB წვდომა (reach): 126,000+

ჯეო მულჩი – #ესპროდუქციაჩვენია

 

აი ასე გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს 🙂

ასეთი რამ ცხოვრებაში არ გექნებათ ნანახი ?პირდაპირ ეთერში გაიცანით ორგანული მულჩის მწარმოებელი შპს "ჯეო მულჩი" , რომელიც სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს და რომელსაც ანალოგი კავკასიის მასშტაბით უბრალოდ არ ჰყავს ?. ეს არის ცოცხალი ისტორია სამშობლოს მოყვარული ემიგრანტი ქართველი კაცისა. ბნ. Mikheil Mestvirishvili აშშ-ში 15 წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში გენიალური იდეით 4 წლის წინ დაბრუნდა და მულჩის წარმოება ააწყო. პირდაპირი ეთერის დროს ინტერნეტმა გვიმუხთლა, მაგრამ ამან ვერ შეგვაშინა. პირიქით, გაგვაძლიერა 🙂 როგორ? …1. წარმოება ბოლომდე გადავიღე ტელეფონით (5:25-დან). 11:15-დან ნახეთ ძალიან საინტერესო მომენტი…2. მერე წავედით სოფელ ხაშმში ბნ. მიხეილის ნაკვეთში (13:05-დან), სადაც ვნახეთ მულჩის პრაქტიკული გამოყენება ვაზის ჩითილების ჩაყრის დროს :)…3. შემდეგ გადავედით იქვე მეორე ნაკვეთში (15:31-დან), სადაც ვნახეთ მულჩის პრაქტიკული გამოყენება 1 წლიანი კაკლების დარგვისას :)…4. შემდეგ სოფელ ხაშმში ბნ. მიშას სახლში ვეწვიეთ და მისი ბაღი, ნამდვილი ედემი დავათვალიერეთ (16:42), სადაც დეკორატიული მიზნებით მულჩის გამოყენების უამრავი ცოცხალი მაგალითი ვნახეთ. და გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: ამდენი წელი ძლებს მულჩი? ჰოოდა, იქვე ვნახეთ 4 წლის წინ დაყრილი მულჩის ფენა, რომელით ბარით ამოვიღეთ და თვალებს არ დავუჯერეთ (ნახეთ 19:00-დან) … …მოკლედ,ეს უნდა ნახოთ!ეს უნდა გ ა ა ზ ი ა რ ო თ!ამით უნდა ვიამაყოთ!#ესპროდუქციაჩვენია#ქართულიადაკარგია

Posted by მოძრაობა KAR.GE on პარასკევი, 25 მაისი, 2018

 

„ბეიქჰაუსი“

FB ლაიკი: 940+

FB გაზიარება: 361

FB კომენტარი: 986

FB ვიდეოს ნახვა: 38,000+

FB წვდომა (reach): 77,000+

ბეიქჰაუსი – #ესპროდუქციაჩვენია

 

ბრავო? საცხობი უნდა იყოს ასეთი ?ჩვენ ''ბეიქჰაუსში'' ვართ და გიჩვენებთ თუ რისგან და რა პირობებში ცხვება ბეიქჰაუსის უგემრიელესი პურფუნთუშეული და მაფინები ?

Posted by მოძრაობა KAR.GE on ხუთშაბათი, 24 მაისი, 2018

 

მეფრინველეობის ფაბრიკა „კუმისი“

FB ლაიკი: 153

FB გაზიარება: 123

FB კომენტარი: 46

FB ვიდეოს ნახვა: 9,000+

FB წვდომა (reach): 20,000+

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა – #ესპროდუქციაჩვენია

 

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა – #ესპროდუქციაჩვენია

აი, ამას ჰქვია ? ქათმის ? კვერცხის საწარმო ?გთხოვთ გ ა ა ზ ი ა რ ე თ პირდაპირი FB ვიდეო კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკიდან ? თქვენი თვალით ნახეთ ქათმის კვერცხის მწარმოებელი, ISO 22000 სერტიფიცირებული შპს “კუმისი XXI”-ის12 ჰექტარზე გადაჭიმულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეურნეობა. საწარმოში 9 ? საფრინველე და 3 ? საწიწილეა. აქვეა ქათმის საკვები საწარმო, რომელშიც უმაღლესი ხარისხის მარცვლეულით ქათმის საკვები მზადდება. FB Live-ის დროს ინტერნეტმა ბოლომდე ვერ გვიჯიგრა, ამიტომაც ვიდეოც გადავიღე და შემდეგ გავაერთიანე :)მეტი წარმატებული წარმოება საქართველოს!მეტი მყიდველი ქართულ ნაწარმს!#ესპროდუქციაჩვენია#ქართულიადაკარგია#მევყიდულობქართულს#KARGEკატალოგი#KARGEმოძრაობა

Posted by მოძრაობა KAR.GE on სამშაბათი, 22 მაისი, 2018

 

„დემა“

FB ლაიკი: 125

FB გაზიარება: 46

FB კომენტარი: 111

FB ვიდეოს ნახვა: 4,000+

FB წვდომა (reach): 9,000+

დემა – #ესპროდუქციაჩვენია

 

პირდაპირი ეთერი სოფელ ბალიჭიდან ? ვტუმრობთ დემა-ქართული ნატურალური საპონი/DeMa-Georgian Organic Soap -ს ?

Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 12 მაისი, 2018

 

„მარიამ გიორგაძე MG”

FB ლაიკი: 138+

FB გაზიარება: 77

FB კომენტარი: 190

FB ვიდეოს ნახვა: 8,000+

FB წვდომა (reach): 16,000+

მარიამ გიორგაძე MG – #ესპროდუქციაჩვენია

 

პირდაპირი ჩართვა ტყავის სახელონოდან ??ნახეთ როგორ ამზადებს ტყავის ხელნაკეთ აქსესუარებს მარიამ გიორგაძე MG / Mariam Giorgadze MG ?

Posted by მოძრაობა KAR.GE on პარასკევი, 11 მაისი, 2018

 

„გერმანელი ყასაბი“

FB ლაიკი: 67

FB გაზიარება: 33

FB კომენტარი: 18

FB ვიდეოს ნახვა: 3,000+

FB წვდომა (reach): 7,000+

გერმანელი ყასაბი – #ესპროდუქციაჩვენია

 

"გერმანელი ყასაბი" – წარმოება, რომელიც 100% ქართულია!

? დღეს ხორცპროდუქტების საწარმოში ვართ ️?️?️?ეს "გერმანელი ყასაბი"-ს წარმოებაა და აქ უგემრიელესი ნაწარმი მზადდება. ებერბახი გაგისინჯავთ?ISO:22000 სერტიფიცირებული შპს "გერმანელი ყასაბი 2010" ქართველი და უცხოელი ტექნოლოგების მიერ 2010 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20-ზე მეტი დასახელების 100%-ით ნატურალური უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს. დღეს ვეწვიეთ წარმოებას. კი მართალია FB Live ვერ ჩავწერეთ ინტერნეტ შეერთების სირთულეების გამო, სამაგიეროდ ეს უწყვეტი ვიდეო გადავიღეთ :)ნუ დაიშურებთ კომენტარებს :)#ესპროდუქციაჩვენია#ქართულიადაკარგია

Posted by მოძრაობა KAR.GE on პარასკევი, 04 მაისი, 2018

 

„ბადაგონი“

FB ლაიკი: 1,900+

FB გაზიარება: 1,700+

FB კომენტარი: 2,300+

FB ვიდეოს ნახვა: 74,000+

FB წვდომა (reach): 95,214

ბადაგონი – #ესპროდუქციაჩვენია

 

პირდაპირი ჩართვა ბადაგონიდან ???გთხოვთ გ ა ვ ა ზ ი ა რ ო თ და ასე დავუჭიროთ მხარი ქართული ღვინის ექსპორტის ლიდერს, რომელიც დღეს არის სამიზნე. @ბადაგონი • Badagoni თითქმის 12 წელია არსებობს, 600+ ადამიანს ასაქმებს, 400 ჰა საკუთარ ვენახებს ფლობს, 30+ ქვეყანაში ექსპორტს აკეთებს, 2017 წლის მონაცემებით კი 250 ექსპორტიორ კომპანიას შორის უპირობო ლიდერია. კომპანია უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, აქ ფუნქციონირებს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია, მუდმივად ხდება ქართული ვაზის ჯიშების კვლევა, ხოლო სერტიფიკატები და ჯილდოები რომ ნახოთ (გიჩვენებთ ვიდეოში), ძალიან გაოცდებით. ეხლა ვხვდები რატომაცაა ბადაგონი სამიზნე დღეს. თქვენი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ?ნახეთ და აუცილებლად გ ა ა ზ ი ა რ ე თ ვიდეო ?დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!#ესპროდუქციაჩვენია#ქართულიადაკარგია

Posted by მოძრაობა KAR.GE on ხუთშაბათი, 03 მაისი, 2018

 

წყალი „სნო“

FB ლაიკი: 109

FB გაზიარება: 71

FB კომენტარი: 82

FB ვიდეოს ნახვა: 4,000+

FB წვდომა (reach): 11,000+

წყალი სნო და სნო KIDS (რომელიც ანათებს) – #ესპროდუქციაჩვენია

 

ყოჩაღ ? აი, ამას ჰქვია წარმოება ???გთხოვთ გააზიარეთ და ყველას აჩვენეთ ეს კადრები ?ნახეთ როგორ სისუფთავეში მზადდება თქვენთვის Water Sno • წყალი სნო ტექნიკის ბოლო სიტყვაზე აღჭურვილ ISO და HACCP სერტიფიცირებულ საწარმოში, რომელსაც საბავშვო პროდუქციის წარმოების სპეციალური ლიცენზია გააჩნია. აქვე წარმოგიდგენთ ''სნო kids''-ს. ის ანათებს, წარმოგიდგენიათ?დღეს აი ასე ვიწყებთ კამპანიას '''ეს პროდუქცია ჩვენია'', რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

Posted by მოძრაობა KAR.GE on სამშაბათი, 01 მაისი, 2018

 

წარმატებებს ვუსურვებთ ყველა გამრჯე ადამიანს!