ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე3: “ტყიბულის ჩაი“-ს პირველი ხარისხის შავი ბაიხის ჩაი ვიყიდე დიღმის გუდვილში

დღეს გამოწვევის ფარგლებში გუდვილი დავლაშქრე და 5 ქართულ პროდუქტს შორის ერთ-ერთი “ტყიბულის ჩაი“-ს პირველი ხარისხის შავი ბაიხის ჩაი ვიყიდე. 100 გრამიანი და 1,69 ლარი ღირდა.

„ტყიბულის ჩაი“ – უძველესი ისტორიის მქონე ქართული ბრენდია. შპს “ტყიბულის ჩაი” ჩაის გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს ქ. ტყიბულში. 1934 წელს დაფუძნებული ფაბრიკა ოთხმოცდაათიან წლებში გერმანულმა ფირმა მარტინ ბაუერმა შეისყიდა, შემდგომ კი შპს “ტყიბულის ჩაი”-ს საკუთრებაში გადავიდა.

შპს “ტყიბულის ჩაი”-ს საკუთრებაშია ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარე 27 ჰა ჩაის პლანტაცია. კომპანია ყოველწლიურად კრეფს და ამუშავებს 200-250 ტონა 2-3 ფოთლიან, ნაზ და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ეკოლოგიურად სუფთა ჩაის ნედლ ფოთოლს. სულ დასაქმებულია 140-მდე ადამიანი. საწარმო ორიენტირებულია შავი ბაიხის ჩაის წარმოებაზე. გარდა ადგილობრივი ბაზრისა პროდუქცია სარეალიზაციოდ გადის ინგლისსა და აშშ-ში. პროდუქცია იწარმოება კლასიკური ტექნოლოგიით და თანამედროვე მოთხოვნების დაცვით.

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო: