ნოემბერის დასაწყისში პაპრიკას პირველად რომ ვესტუმრე, ობიექტი ახალი გახსნილი იყო და ნელ-ნელა იტვირთებოდა. პრაქტიკულად ნახევრად ცარიელი იყო …
ამ ორიოდ დღის წინ რომ შევედი და ეს პროდუქცია ვიყიდე [სულ 13.6 ლარი გადავიხადე მგონი] უკვე სერიოზულად შევსებული იყო ობიექტი. თან ღამე იყო და შუქები ძალიან ლამაზად აფორმებდა ინტერიერს და ექსტერიერს.
მადლობა სალომე, რომ პაპრიკა შესძინე ქალაქს!!!
რა ვიყიდე?
- ნაღდი კახური არარაფინირებული ზეთი. ამ მომენტში [2016 წლის დეკემბერის დასაწყისია] შანსი არაა სხვაგან ქართული მზესუმზირის ზეთი იყიდო [მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ასეთი ადგილი]. ვიცი რომ კეთდება მზესუმზირას ზეთის წარმოება, მალე ჩამოასხამენ და როცა გამოვა მერე შევცვლი ჩვენებას. ეს ზეთი ლიტრი ღირს 5 ლარი. ძვირია, მაგრამ უმაგრესია! პაპრიკა ერთადერთ ადგილია ქალაქში, სადაც ამ ზეთს შეიძენთ.
- ჯემი „ყინული“. ამ ჯემში რომელის მგონი 200 გრამამდე იქნება და 5.6 ლარი ღირს 4 ხილია: ასკილი, ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი. უგემრიელესია!!!
- თეოლინის მიერ წარმოებული წითელი დოლის ხორბლისგან გამომცხვარი შავი პური. 2 ლარი ღირს და ძალიან გემრიელია! ნაღდია!
ინფორმაციისათვის:
#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.