ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #4 შეჯამება: კორეის რესპუბლიკა, ჯონჯუ, IFFE 2016

დღეს 5 დღიანი IFFE 2016-ს საერთაშორისო ნაწილი დასრულდა …
მე-5 დღეს მხოლოდ ადგილობრივი მწარმოებლები რჩებიან თავისი სტენდებით …
მათ კი ხვალ ჩამოვუქროლებ ქორივით …
ამიტომ დღეს ავიკრიფეთ გუდა-ნაბადი და დარჩენილი ნიმუშები საჩუქრებად დავარიგეთ …

საჩუქრებთან დაკავშირებით გეტყვით შემდეგს …
ეს აზიაა და საჩუქარს ძაააალიან დიდი მნიშვნელობა აქვს …
ამიტომ მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, რომ საჩუქარი გადასცე, არამედ ისიც, რომ საჩუქარმა არ შეგარცხვინოს …
ჩვენც თუ ვინმე სერიოზული იყო ჩვენთან კონტაქტში, უპატივცემულოდ არ დაგვიტოვებია …
ღვთის წყალობით ბოლომდე შემოვიტოვეთ სათანადო პროდუქცია …
საამაყო ქართული პროდუქცია, რომლის სასაჩუქრე დანიშნულებით ყიდვაც საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ რცხვენია …

ეხლა დღის რამოდენიმე მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი, რომელიც ამ ეტაპზე გახმაურებას ექვემდებარება …

  1. ჩვენ პრაქტიკულად განაღდებული გვაქვს მომავალი წლის IFFE-ზე მოწვევა. შესაბამისად მომზადებას აქედანვე დავიწყებთ. მეტიც, ჩვენი პარტნიორის – Tbilisi-OKTA-ს დახმარებით სავარაუდოდ წლის განმავლობაში კორეაში სხვა გამოფენებშიც ჩავერთვებით. წინ უამრავი კარგი ქართული საქმის „გაჩარხვა“ გველოდება;
  1. დღეს რამოდენიმე ბაიერთან გვქონდა შეხვედრა. არ მინდა ვინმეს დაუკრეფავი მოლოდინები შევუქმნა, მაგრამ ფაქტია, რომ რამოდენიმე სერიოზული ნაბიჯი უკვე რეალურად გადაიდგა. სამუშაო ბევრი გვაქვს უკვე;
  1. ხვალ სეულში მივდივართ, სადაც საქართველოს საელჩოში შეხვედრა გვექნება. რამოდენიმე იდეა გვაქვს და ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს.

 

ცნობისათვის:

20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის World-OKTA-ს მოწვევით პირველად იღებს მონაწილეობას ქართული დელეგაცია. გამოფენაზე საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის (ათობით) პროდუქცია 6 სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორები არიან: World-OKTA თბილისის ოფისი (მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი, 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, https://kar.ge). გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.iffe.or.kr/2016_english/.

 

PS
რაც შეეხება სავაჭრო ნიშანს K …
აქ დიდი KAR.GE ჩანაფიქრია, რომელმაც ფეხი ეხლა აიდგა …
ამის თაობაზე მოგვიანებით