ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გახდი მძლეთამძლე და ჟლიტე ზომბები! დიახ, VRzGame ქართული ნაწარმია!

საქართველო მსოფლიო რუკაზე ხაჭაპურის და მწვადის გარდა კიდევ ერთი მეტად საინტერესო მიმართულებითაც იმკვიდრებს თავს. ესაა თამაშები და ამ სფეროში ჩვენ VR თამაშების გამორჩეული შემქმნელები გვყავს, რომლებიც საერთაშორისო კონკურსებზეც იმარჯვებენ. სულ ახლახან ახალი თამაში შეიქმნა და პირველივე ნაბიჯის წარმატებასაც „წამოარტყა“ ხელი … გვინდა გაგაცნოთ VRzGame.

მაგრამ მოდით ჯერ განვმარტოთ, რა არის VR თამაში? Virtual Reality [VR] არის ყველაზე დიდი ტენდენციაა დღესდღეობით ელექტრონულ ინდუსტრიაში. ყველა წამყვანი კომპანია ცდილობს პოზიცირდეს ამ მიმართულებით. ვირტუალური რეალობისთვის თამაშის შექმნა კი ამ ტენდენციის ნაწილია. ჩათვალეთ ეს შუბის წვერია, პროგრესის ზღვარია, სადაც ყველაზე “დიდი აფეთქებები” ხდება დღეს მსოფლიოში.

StormBringer Studios ქართული თამაშების შემქმნელი სტუდიაა, რომელიც რეგისტირებულია ესტონეთში, GameFounders-ის აქსელერაციის პროგრამის გავლის შემდეგ. გამოშვებული აქვთ 30-დე მობილური თამაში IOS, Windows და Android პლატფორმებზე. რამოდენიმე PC და VR თამაშიც რომლებმაც არაერთი კონკურსები მოიგეს მსოფლიოს მაშტაბით. SBS ასევე არის GameLab ILiauni-ის ერთერთი თანადამფუძვებელი. StormBringer Studios-მა და დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო კვლევები და პირველი ექსპერიმენტები VR მიმართულებით და დღეს უკვე სრულფასოვან თამაშებს ქმნის. მათი შექმნილი WarlockVR ჩვენ ცოტა ხნის წინათ გავაშუქეთ.

რაც შეეხება  VRzGame-ს …

VRzGame არის ზომბების ჟანრის წარმომადგენელი, სადაც ხარ “მძლეთამძლე” და ჟლიტავ ზომბებს, ოღონდ სხვანაირად, ვირტუალურ რეალობაში … ოოო, ეს სულ სხვა შეგრძნებაა … გამოვიდა თუ არა თამაში იგი მაშინვე steam-ზე მოხვდა [Steam-ი არის ყველაზე დიდი ციფრული დისტრიბუციის პლათფორმა სადაც მოხვედრა არც ისე ადვილია]. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიას 1 დღეში მისცეს წვდომა. ჩვეულებრივ Steam-ზე ხვდებიან ე.წ. Greenlight-ის პროცესის გავლის შემდეგ. თამაშის ან აპლიკაციის მწამოებელი დებს თამაშის ვერსიას და ხალხი აძლევს ხმას. ეს პროცესი შეიძლება 2-3 თვიდან 1 წლამდეც კი გაგრძელდეს და 100% განატია მაინც არ არის რომ პროდუქტი დაიდება Steam-ზე. აქ კი 1 დღეში მოხდა „სასწაული“.

როგორ შეიქმნა VRzGame?

სტუდიაში ამჟამად რამოდენიმე VR პროექტზე მუშაობენ და სანამ სხვა თამაშების სხვადასხვა “ასეტები” მზადებოდა ეს თამაში როგორც ე.წ. საიდ-პროექტი ისე გაკეთდა. 3-4 კვირაში ჯერ გაკეთდა სატესტო რამოდენიმე დონე და მერე ნელნელა თამაშის სახე მიიღო. რომ ვნახეთ რომ ჩვენ თვითონ ბლომად დროს ვხარჯვდით და საკმაოდ სახალისო და ჩამთვრევი გამოვიდა გადავწვიტეთ გამოგვეშვა.

ამ ეტაპზე თამაშში ჩადებული რესურსები 90% არის Unity Asset Store-დან ან უფასო ინტერნეტ რესურსებიდან. ეხლა ხდება ჩანაცვლება ორიგინალი “ასეტებით”. დაახლოებით 200$-ის “ასეტები” შევიძინეთ რომ აგვეწყო პროტოტიპი. ეხლა Steam-მა ნება დაგვრთო გაგვეტანა Early Access-ზე, ეს ნიშნავს რომ სანამ თამაში ჯერ კიდევ დამზადების ეტაპზე წინასწარ შეგიძლია გაყიდო და თან ფანების შენიშვნებიც გაითვალისწინო. თამაში გამოქვეყნდა 9 ივნისს, სულ რამოდენიმე საათის წინ და უკვე ძალიან კარგი შედეგები და გამოხმაურებები აქვს.

წარმატებები ვისურვოთ VRzGame-ს და მის ავტორებს. აქვე კი ბმულები:

StormBringer Studios

StormBringer Studios Facebook გვერდი

VRzGame steam-ზე

VRzGame gameplay