ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

VREX – ქართული სტარტაპი სტამბოლის აქსელერატორში

წარმოიდგინეთ ხართ უცხოელი ტურისტი და ჩამოხვედით საქართველოში, ან რომელიმე ქვეყანაში. არ იცით რისი ნახვა შეიძლება ამ ქვეყანაში და გსურთ უცებ მოხვიდეთ აზრზე. რას მოიმოქმედებთ? როგორ შეაფასებთ რომელი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულება ღირს და რომლის არა? გიდს ენდობით თუ ინტერნეტში განთავსებულ ფოტოს? ვიდეოს? იქნება კი ეს ფოტო და ვიდეო საკმარისი, რომ აარჩიო? თუ დრო გაქვს ცოტა ასარჩევად?

აი ამ დროს მისწრებაა ეს იდეა, რომელზედაც VREX მუშაობს (y)

წარმოიდგინეთ, რომ ტურისტული ღირსშესანიშნაობებისათვის, ადგილებისათვის, სასტუმროებისათვის და ა.შ. თვალის შევლება კი არა და „იქ მოხვედრა“ შეგეძლოთ ვირტუალური რეალობის სათვალით. ანუ იქ ხართ, მაგრამ იქ არ ხართ? ხომ არ დაიბენით? Oculus VR საქმეში გამოგიცდიათ?

მოკლედ არსებობს ქართული სტარტაპი VREX, რომელსაც ზუსტად ამის პროტოტიპიც კი აქვს შექმნილი. ჰოდა ამ სტარტაპს მოსალოცადა აქვს საქმე … იგი სტამბოლის startupbootcamp.org -ში მონაწილეობს, სადაც 10 საუკეთესო სტარტაპთან ერთად და მასაც სერიოზული ინვესტიცია „ემუქრება“, ისევე როგორც სხვებს. აი წყაროც.

startupbootcamp.org 3 თვიანი სასწავლო პროგრამაა, რომელიც სტამბოლში ტარდება და სადაც მოხვედრა უკვე არის უდიდესი წარმატება ქართული სტარტაპისათვის. 800-ზე მეტი განაცხადი იყო შესული, აქედან 25 სტარტაპი ორგანიზატორებმა თავისი ხარჯით მიიწვიეს, „შეათვალიერეს“, „შეაფასეს“ და 10 დაიტოვეს. მათ შორის VREX ლიდერია. ზემოთ ახედეთ, ხომ არავინ გეცნობათ სურათზე?

წარმატება ვუსურვოთ ჩვენებურებს ამ დიდ საქმეში!