ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
rugby_u20

იამაყეთ! პირველად ისტორიაში U20 მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს!!! ფინალში კანადას 49:24 სძლიეს და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად გავიდნენ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაისად ინგლისში გაიმართება! ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას.

მხოლოდ მეორე ტაიმს მივუსწარი. პირდაპირი სტრიმინგით ტრანსლაცია ინტერნეტის პრობლემების გამო ხშირად მიწყდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვისიამოვნე! სურათიც კი ვერ ავიღე სტრიმიდან. სამაგიეროდ დაილოცა ინტერნეტი : ) და ის, ვინც ეს სურათი გადაიღო.

 

გილოცავთ!