უცნაური რამეა როგორ შეგვიძლია ქართველებს საერთო გასაჭირის წინააღმდეგ გაერთიანება … ხანდახან მაინც … ის ფხა, რაც მთავრობამ ვერ გამოიჩინა, მოსახლეობამ მოახერხა …
მაგალითად:
- რუსთავი2 პრაქტიკულად კრიზის მენეჯმენტ ცენტრად გადაიქცა და იდეალურად წარმართავდა საზოგადოების ინფორმირების საქმეს
- შეიქმნა მოხალისეთა გაერთიანება 13ივნისი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო გააუქმეს თუ გაუქმდა [ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს რატომ მოხდა]
- მოხალისეები პირველი დღიდანვე ათასობით შეესიენ საქმეს
- ბიზნეს ორგანიზაციებმა ვინც როგორ შეძლო ისე ჩაერთო დახმარებების კუთხით
- შეიქმნა ვიზუალიზაცია 13ivnisi.ge
- მილიონები შეიკრიბა დახმარებების სახით და პროცესი კიდევ გრძელდება
და ეხლა კიდევ ეს tbilisiflood.info – მშვენიერი მოფიქრებაა. მთავარია ზედ ასახო არა მხოლოდ ფულადი კონტრიბუციები, არამედ რეალური გაწეული ხარჯები მათ შორის ყველა კომპანიის … და კიდევ, ვინ ადასტურებს ამ ხარჯის გაღებას? სადაა ანგარიშების ამონაწერები? ამაზე ვინ იზრუნებს?
ჩემი მთავარი შეთავაზება მთავრობას [ვისაც ეხება]: ისწავლეთ ამ ენთუზიასტი ადამიანებისგან, გააერთიანეთ ისინი ერთ უღელში და მომზადებული დახვდით მსგავს სტიქიებს … ისწავლეთ და იმოქმედეთ …