ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Seedstarstbilisi – სტარტაპების შეჯიბრის წინა-სააპლიკაციო რეგისტრაცია დაიწყო

Seedstarstbilisi* აცხადებს წინა-სააპლიკაციო რეგისტრაციას სტარტაპებისთვის, მეწარმეებისთვის, ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისათვის. საერთაშორისო შეჯიბრის ადგილობრივი ფინალი წელს პირველად ტარდება ქალაქ თბილისში.

Seedstars World S.A. (დაფუძნებულია შვეიცარიაში) არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. შესარჩევი პროცესი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: ადგილობრივი ღონისძიებების შედეგად 10 ფინალისტის და შემდგომ გამარჯვებულების გამოვლენას მონაწილე 70+ ქვეყნაში; გამარჯვებული მონაწილეების წარმოდგენას ფინალურ ღონისძიებაზე შვეიცარიაში, სადაც მათ საშუალება მიეცემათ მიიღონ დაფინანსება 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში,  შეხვდნენ საერთაშორისო დონის ინვესტორებს, გააცნონ თავიანთი სტარტაპი/იდეა მსოფლიოს.

Georgian Society of Investment professionals (GSIP) არის CFA Institute (დაფუძნებულია ა.შ.შ.-ში)-ის წინამორბედი ადგილობრივი საზოგადოება, რომელიც ამავე ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც საქართველოში პირველად წარმოადგენს  Seedstars World S.A.-ის საერთაშორისო ბრენდს და ორგანიზებას გაუწევს ადგილობრივ ფინალურ ღონისძიებას, 2016 წლის 10 ივნისს.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ამ ბმულზე. ყველა დანარჩენი ინფორმაცია იქვეა.

აქ კი მხოლოდ საპრეზენტაციო ვიდეოს დაგიტოვებთ.