მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > რელიზი: 2019 წლის 11 აპრილს “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019”-ის პრეზენტაცია გაიმართა

რელიზი: 2019 წლის 11 აპრილს “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019”-ის პრეზენტაცია გაიმართა

რელიზი:

2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, ღვინის ბარში – “ვინერია“ (თბილისი, ნ. ბარათაშვილის 2) მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საექსპორტო კატალოგში 55 გამორჩეული კომპანიის 65 ბრენდის ასობით პროდუცია … ჯამში 462 ჩანაწერია წარმოდგენილი.

დიდებული ღონისძიება შედგა გუშინ 👍 11 აპრილს, ხუთშაბათს, ღვინის ბარში – ვინერია Vineria. მოწვეულ საზოგადოებას ყოველწლიური…

Posted by მოძრაობა KAR.GE on პარასკევი, 12 აპრილი, 2019

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს წარმომადგენელი, კატალოგში ჩართული მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები, თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები და მედია. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. შედგა რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მეშვეობით “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაავრცელებს.

უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ არხს სტუმრობისა და გაშუქებისათვის.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"