ქართულია & kar.ge-ა! ტყლაპი – თვითონ სიტყვას ბავშვობაში გადავყავართ … მოგონებები, ბებოს ნუგბარი… კარგად მახსოვს მზიან დღეს ხის დაფებზე გასაშრობად გამოტანილი ბებოს ტყლაპები. რა შეიძლება ამაზე მეტად ქართული იყოს? ბრენდირებული ჩურჩხელას თაობაზე მსმენია, მაგრამ ტყლაპს თუ წავაწყდებოდი ჰიპერმარკეტის დახლზე არ მეგონა. დინასტია – ამ კომპანიის შესახებ ვიცოდი, მათი უგემრიელესი ჩურჩხელაც გასინჯული მქონდა და გამიხარდა სხვა პროდუქტიც რომ აღმოვაჩინე და თურმე …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
მწვანე ჩაი შემოქმედი
ქართულია & kar.ge-ა! გუშინდელი ჩემი აქტივობის შედეგად გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ, ხოდა შევიძინე კიდეც. ასევე გავარკვიე ინფორმაცია რომ ეს უნიკალური პროდუქტი მხოლოდ გუდვილის და სმარტის ქსელებში შეგიძლიათ იყიდოთ. მე პირადად მწვანე ჩაის დიდი მოყვარული გახლავართ, შემიძლია დეგუსტატორადაც გამოვდგე, იმდენი ტიპის მწვანე ჩაი მაქვს დალეული. დიდი ხანია ვეძებდი ნატურალურ და ქართულ მწვანე ჩაის, ეს ჩემთვის აღმოჩენაა, მიხარია, რომ საქართველოში ამ …
განაგრძე კითხვა »სანტისიმო ამორე
ქართულია & kar.ge-ა! უამრავი მეილი, სატელეფონო ზარი, დაგეგმვა, შეხვედრები.. თუ თქვენი დილაც ანალოგიურად იწყება, ე.ი. სადღაც დღის 12 საათისთვის აუცილებლად საჭიროებთ სასუსნავს. რას იტყვით რომ ის იყოს გემრიელი, შოკოლადის, ჰაეროვანი და რაც მთავარია ქართული? სანტისიმო ამორე პუდინგი– სასუსნავების მოყვარულებს ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს! მოიმზადეთ ტკბილი საუზმე : სანტისიმო ამორე პუდინგი სიმინდის ფანტელებთან ერთად ბანანის გემრიელი ნაჭრებით. დააყოლეთ კულას ნატურალური წვენი და თქვენ …
განაგრძე კითხვა »თაფლის სანთლისგან დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მათეს მადლი
ქართულია & kar.ge-ა! ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა კომპანია მათეს მადლი, რომლის მიზანია ნატურალური თაფლის სანთლის ნაწარმის დამზადების მივიწყებული ტრადიციების აღორძინება-პოპულარიზაცია. პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური თაფლის სანთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ყოველგვარი მინარევების გარეშე. სპეციალურ ყალიბში დამზადებული ნივთი იწმინდება და მუშავდება ხელით, პრიმიტიული იარაღებით. ნივთები შემკობილია ქართული ორნამენტებით. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ვაზის მტევნებით გარსმოხვეულმა ფიალამ და …
განაგრძე კითხვა »სუპერ ბეიბი – უგემრიელესი ორცხობილა ბავშვებისთვის და არა მარტო
ქართულია & kar.ge-ა! ბევრი ვიფიქრე, რომელი ყოფილიყო ჩემი პირველი პროდუქტი, რომელსაც ამ გამოწვევის პროცესში დავაგემოვნებდი, მეგობრებსაც ვკითხე რჩევა და აღმოჩნდა, რომ ორცხობილა ისეთი არაქართული სახელით, როგორიცაა “სუპერ ბეიბი” – წარმოებულია საქართველოში, თანაც ძალიან გემრიელია! აღმოჩნდა, რომ ყველას, ვისაც კი პატარა ყავს ჩემს გარშემო, სმენია ამ სასუსნავის შესახებ, მე ტკბილეულის მუსუსს კი არა. ამიტომ გადავწყვეიტე თქვენთვის პირველი გამეცნო “ჯორჯიან ბეიქერსი” კომპანიამ ფუნქციონირება …
განაგრძე კითხვა »სოკო თეთრი ქუდი – არაგენმოდიფიცირებულია
ქართულია და kar.ge-ა! დღეს მეგა გამოწვევა „ქართულია და kar.ge-ა“ იწყება. სადებიუტო პროდუქტად შპს „თეთრი ქუდი“-ის მიერ წარმოებული ქამა სოკო თეთრი ქუდი შევარჩიე. 500 გრ შეფუთვა 4.2 ლარი ღირს. საიტი არ აქვთ, Facebook-იც დიდი ხანია არავის გახსენებია. თუმცა მთავარია ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებენ და ამჟამად სამი სახეობის (ქამა სოკო, ხის სოკო, პორტობელო) სოკოს აწარმოებენ და უკვე ექსპორტზეც მუშაობენ. მისასალმებელია! ეტიკეტზე დატანილი …
განაგრძე კითხვა »486 – პირველი დღის არჩევანი – იოგურტი
ქართულია & kar.ge-ა! ჩემი დღევანდელი საუზმე – მომჟავო გემო ხრაშუნა ფანტელების ტკბილი კონტრასტით, სანტისიმოს შოკოლადის ფანტელებიანი იოგურტი იყო. იმ მოტივით, რომ დღეს პირველად გიყვებით ჩემს სამომხმარებლო არჩევანზე, მინდოდა რასაც წაიკითხავდით მიზეზით – დამზადებულია საქართველოში, თქვენთვის არცთუ უცნობი ყოფილიყო. კარგია, როცა ნაცნობი გემო ყველა შეძენილ ქილაში ნარჩუნდება. მწარმოებელი შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ირწმუნება, ეს ის შემთხვევაა როდესაც სასარგებლო გემრიელიაო. იოგურტი აღდგენილი …
განაგრძე კითხვა »წითელი აჯიკა
ქართულია & კარგია! წითელი ბოსტნეულის აჯიკა, კარგად შეზავებული სანელებლებით, ზომიერი მარილით და სიმწარით საუკეთესო მისაყოლებელია შემწვარ კერძებთან, აი ისეთია გულს რომ მონახავს და ენას რომ აგიწვავს. ბულგარულის სიტკბო კარგ ბალანსს ქმნის პილპილის სიმწარესთან. მშვენიერია ვერაფერს იტყვი… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც მწარმოებელი გვამცნობს 100%–ით ნატურალური პროდუქტია. წარმოებულია საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა შიდა ქართლის რეგიონის გორის ზონაში. დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : …
განაგრძე კითხვა »ბარამბოს კრემ-ბრულე
ქართულია & kar.ge-ა! უბნის მაღაზიის დახლზე კომპანია „ბარამბო“-ს ჩემთვის ახალ პროდუქტს წავაწყდი – ახალი ხაზი „ბარამბო ექსპორტი“. სამი სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა მე ერთერთზე შევაჩერე არჩევანი – რძიანი შოკოლადის ფილა კრემ-ბრულეს მუსით. შოკოლადის მოყვარული ვარ და აი ძააალიან მომეწონა და ალბათ ხშირადაც შევიძენ. თვითონ შოკოლადი ხომ კარგია და შიგთავსიც უგემრიელესი. კომპანია არავისთვისაა უცხო თავისი მრავალფეროვანი ნაწარმით. აქვთ იდეალური საიტი http://www.barambo.ge/ პროდუქციის სრული …
განაგრძე კითხვა »დღის ქართული პროდუქტი – მაკარონი “გეოპასტ”
ქართულია & kar.ge-ა! მე, რომ ქართულ და kar.ge პროდუქტს ვყიდულობ ამას გავიძახი აგერ უკვე რამდენიმე დღეა და ეს უკვე ნაცნობია ალბათ თქვენთვის, მაგრამ დღეიდან ყოველდღე გაგაცნობთ ერთ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია საქართველოში, გაგაცნობთ ამ პროდუქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს და ასევე ჩემს მოსაზრებებს თუ როგორია ის. მაკარონი – ხორბლის გამომშრალი ცომია. მაკარონის ნაწარმს პურთან შედარებით უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, რადგან უფრო …
განაგრძე კითხვა »