ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ახალი პროდუქტი: ყველი ბერგჰოფერი – Salato

Salato

ამ უნიკალური ახალი წარმოების და მისი ახალი ყველის შესახებ ინფორმაცია რამოდენიმე კვირის წინ მომივიდა. მაშინ საყიდლად ვერ მოვიცალე. მერე რამოდენიმეჯერ შევამჩიე რეკლამა ტელევიზიაში. რამოდენიმე დღის წინ კი დახლზე გადავაწყდი ფრესკოში. რა თქმა უნდა ყიდვის შანსი ხელიდან აღარ გავუშვი. ყველი Salato იწარმოება ახლად შექმნილი ავსტრიულ ქართული ერთობლივი საწარმოს – CHEESECO-ს მიერ საქართველოში. ნედლეულად გამოყენებულია იმპორტირებული მაღალი ხარისხის რძის ფხვნილი. 250 გრამში …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით კატრინა – ახალი ქართული წარმოების სამკურნალო საპონი

საპონი

პირველად რომ ქართული წარმოების საპნის შესახებ გავიგე ხუმრობა მეგონა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჭავჭავაძის 11-ში 36.6-ით დაბრენდილი აფთიქი PIP-ს ფარმაცევტმა იმდენი რამ მელაპარაკა ამ საპნის სხვადასხვა ვარიანტების შესახებ, რომ არ დაგიმალავთ და ყველაფერი დამავიწყდა … ეს საპონი ამისთვისააო, ეს იმისთვისო … ბოლოს ვიყიდე ის ვარიანტი, რომელიც ყველა ზრდასრული ადამიანის კანზე წავიდოდა – აბრეშუმი და გადავეცი ჩემს მეუღლეს. აბრეშუმი კომპანიის წარმომადგენლის …

განაგრძე კითხვა »

დინდგელი იცი რა არის? გაგისინჯავთ?

დინდგელი

დინდგელის ორი ბურთულა რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე. ჯამში სულ 60 გრამამდე იქნება. გადავიხადე 4.2 ლარი [100 გრამი 7 ლარი ღირდა]. ეს მოხდა პარლამენტის წინ, გამოფენაზე „აწარმოე საქართველოში“. ჰოდა, დინდგელი რა არის პირველად მაშინ გავიგე. აღმოჩნდა რომ ეს არის სკის ერთგვარი საშენი მასალა, რომელსაც ფუტკარი ამზადებს და თვითონვე იყენებს. მწარმოებელი არის მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფი ფუტკარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც …

განაგრძე კითხვა »

სიახლე ბარამბოსგან: ნაყინი, POPI, პლომბირი – უგემრიელესია!

პლომბირი

ამ დღეებში ოჯახში ბარამბოს POPI – პლომბირი დავაგემოვნეთ. 0,85 ლიტრიანი შეფუთვა 4.5 ლარი ღირს მარკეტში. ფასი ნორმალურია, გემოს/ხარისხის ფასთან თანაფარდობა კი ნამდვილად ისეთია, ყველას რომ ვურჩევ. მე პირადად პლომბირის მოყვარული ვარ და ვატყობ, რომ ამაზე გემრიელი პლომბირის მოძებნა ქართულ ნაყინებში ალბათ გამიჭირდება. თუმცა მოძიებას ვაგრძელებ … ყველაზე გემრიელად პლომბირს ცივი ყავის გაკეთების დროს ვიყენებ. ვისაც გაუსინჯავს ჩემი გაკეთებული ცივად ათქვეფილი …

განაგრძე კითხვა »

სვანური მარილი – დაბი ოჯახური

დაბი

გაიცანით კომპანია დაბი, ხარისხიანი მწნილების, სანელებლების და საწებლების მწარმოებელი და ყველაფერი ასეთ ლამაზ შეფუთვებში. დაბი სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი გამოფენაზე – „აწარმოე საქართველოში“, რომელიც 14 და 15 მაისს ძველი პარლამენტის წინ გაიმართა. ეს იყო გამოფენაც და გაყიდვაც. ეს კონკრეტული სვანური მარილი საჩუქრად გადმომცეს მწარმოებლებმა. უნდა ვაღიარო, რომ ამისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი. მადლობა მათ.   პროდუქტი მართლაც კარგია! სვანური მარილი სხვაგვარი მაინც …

განაგრძე კითხვა »

არაყი გომი – ახალი გემო ახალი შეფუთვით!

არაყი გომი

დღეს დილით ინტერნეტში ვპატრულირებდი 🙂 დილის შემოვლა მაქვს ხოლმე სიახლეები, რომ არ გამომეპაროს, ხოდა ასეთ ინფორმაციას წავაწყდი, რომ თურმე არაყი გომი რებრენდინგს აკეთებს და განახლებული დიზაინით და გემოთი გამოჩნდა ბაზარზე.  აი ზუსტი ტექსტი რაც მათ შესახებ წერია: არაყი გომი დამზადებულია საუკეთესო ქართული ხორბლის უმაღლესი ხარისხის სპირტისა და კავკასიის ყინულოვანი ქედების წყაროს წყლისაგან. აღსანიშნავია, რომ გომი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მრავალფეროვანი და უნიკალური …

განაგრძე კითხვა »

ჩურჩხელა – ბადაგი, გამოფენაზე აწარმოე საქართველოში

ბადაგი

მას შემდეგ რაც kar.ge გუნდის წევრმა ბადაგი პირველად გასინჯა, მიზანში მქონდა რომ სადღაც გადავწყდებოდა და დღეს რომ იტყვიან „ამიხდა“. უგემრიელესი ჩურჩხელა დღეს პირველად გავსინჯე გამოფენაზე „აწარმოე საქართველოში“, რომელიც სპეციალურად EBRD-ს სამიტთან დაკავშირებით ტარდება ძველი პარლამენტის შემობის წინ. გაქვთ შანსი მიხვიდეთ და თქვენს გასინჯოთ, ხვალაც, 15 მაისსაც იქნებიან. ერთ ცალ ჩურჩხელაში 3 ლარი გადავიხადე. სპეციალურად უცხოელებისათვის სასაჩუქრე შეფუთვები კი 20-25-30 ლარი …

განაგრძე კითხვა »

ალაზნის ველი, მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარება-ს მიერ წარმოებული ეს წითელი ნახევრად ტკბილი ალაზნის ველი 3 მაისს, კახეთში ექსკურსიისას შევიძინე 8,5 ლარად ყვარლის გვირაბში. რამოდენიმე დღის წინ კი ამით შევსვით ჩემთან ოჯახში ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების 11 წლისთავი. ამ სიტყვების მერე მე მგონი ტექსტის გაგრძელებას დიდი აზრი არ აქვს. მხოლოდ გირჩევთ: გადადით და დაათვალიერეთ კომპანიის საიტი, რომელიც უმაღლესი დონისაა და Facebook გვერდი. ასევე ეწვიეთ …

განაგრძე კითხვა »

სანდომი – ტკბილი სასუსნავი ტვინის და გონების მკვებავია

შოკოლადის ღილები საკონდიტრო სანდომი shokoladis gilebi sakonditro sandomi

ტკბილეული ალბათ ყველა ჯანმრთელ ადამიანს უყვარს, გადატვირთული დღის გრაფიკი ვისაც აქვს მათთვის კი ალბათ აცილებელიც ხდება ტკბილეულის სუსნავი 🙂 ასაწონი ტკბილი სასუსნავი  –  უზარმაზარი და უგემრიელესი არჩევანი აქვს საკონდიტრო საწარმოს –  სანდომი. ჩემი შვილების საყვარელი სასუსნავი კი მათ მიერ წარმოებული –  შოკოლადის ღილებია, თან თამაშობენ და თანაც გემრიელად მიირთმევენ. კარგი მოფიქრებაა ღილის ფორმის შოკოლადი, ვინაიდან ბავშვები, ხან ფულობანას თამაშობენ, ხან დიზაინერობანას, მოკლედ მრავალგვარი …

განაგრძე კითხვა »

მზესუმზირა პინაკი გაგისინჯავს?

პინაკი

კიდევ ერთი ჩემთვის ახალი [არადა ახალი კი არა კარგად დაძველებულიც კი] მზესუმზირა აღმოვაჩინე დაახლოებით 2 კვირის წინ. პინაკი – არის სახელი. 100 გრამიანი შეფუთვა 1 ლარი ღირს დახლზე. გემრიელი არის ნამდვილად! რომ ვაკვირდები ქართული კომპანიების მირ შეფუთულ მზესუმზირებს შორის ცუდს ვერცერთზე ვერ იტყვი. ვებსაიტი რა თქმა უნდა არ მუშაობს, სამაგიეროდ Facebook-ზე ჰქონია დიდი აქტივობა ერთი წლის წინ. 33,000+ Like აქვს …

განაგრძე კითხვა »