22 ივნისი …
ეთნოგრაფიული მუზეუმი …
ნატურალური ღვინო და კერძების ფესტივალი …
Facebook Event იხილეთ აქ.
ფესტივალი ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას!
პირველი შარშან იყო. მაშინაც მხარი დავუჭირეთ, ანონსი გავავრცელეთ და შემდეგ კი ფესტივალი შევაჯამეთ (აი ასეთი ფესტივალი შედგა შარშან). წელსაც მხარს ვუჭერთ!
ინფორმაცია მონაწილეობის მსურველი მწარმოებელთათვის:
ყოველ მონაწილეს (ღვინო იქნება, ჩურჩხელა თუ მურაბა) მიეცემა მაგიდა ზომით 100/100, ფასი 70 ლარი. ადგილზე დაგხვდებათ გადასაფარებელი. რესტორნებისთვის გადასახდელი არის 100 ლარი (თუ მეტი ფართი გნებავთ, მაშინ 150 ან 200 ლარი). ადგილზე შეგიძლიათ მოაწყოთ დეგუსტაციაც და ცხადია გაყიდოთ. საკონტაქტო პირები:
თამარი – 599 35 80 17 – bidzinka@yahoo.fr
გიორგი – 595 01 99 97 – bidzosi@gmail.com
აჩი – 599 11 06 76 – Acho113@gmail.com
ინფორმაცია სტუმრობის მსურველთათვის:
ბილეთის ფასია 10 ლარი. გაიყიდება შესასვლელთან. თუმცა შეგიძლიათ იყიდოთ biletebi.ge-ზეც. 12 წლამდე ბავშვებისათვის მონაწილეობა უფასოა (იქნება საბავშვო სივრცეც). იქნება ბევრი ქართული პროდუქტი, სიმღერა, საინტერესო გარემო და ძალიან ძალიან ბევრი ხალხი.
მაგარ დროს გაატარებთ გადასარევ ადამიანებთან ერთად სუფთა ჰაერზე ძალიან მაგარ გარემოში. მეტი რა ვთქვა და რით დაგიყოლიოთ?