ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[Live] რეალურია თუ არა პენსიის 230, 250 ან 300 ლარამდე ზრდა?

დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კონკრეტულად კი ბნ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, ქალბატონებს მაკა ხარაზიშვილს და მარიამ ბერძენიშვილს, რომ ასეთი საინტერესო რეპორტაჟი და საუბარი შედგა მოამბეს პირდაპირ ეთერში 26 აგვისტოს 18 საათიან გამოშვებაში.

აშკარად პასუხი გავეცით მთავარ შეკითხვას, რომელიც მოსახლეობას ასე ძალიან აფიქრებს:

რა ოდენობით პენსიის დაპირებაა რეალური ჩვენი ეკონომიკის და ბიუჯეტის პირობებში?

დასკვნა ასეთია:

მცირე თანხით [დაახლოებით 30-40 ლარამდე] ზრდას დღევანდელი ბიუჯეტი კიდევ აიტანს, ოღონდ ქამრის ხერხემლამდე მოჭერის ხარჯზე მხოლოდ. 250 ლარიან პენსიას კიდევ კარგა ხანი ვერ აიტანს ჩვენი ბიუჯეტი. 300 ლარიანი პენსიის დაპირება უახლოესი 2 წლის მანძილზე აბსურდი კი არა უკვე მავნებლობაა. იმის შემდეგაც თუ ეკონომიკას არ ეშველა, პენსიის ზრდა ფუჭ დაპირებადვე დარჩება.