ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

KAR.GE კონკურსის შედეგები. 3 გამარჯვებული გვყავს :)

ახალ წელს გილოცავთ!
ბედობას გილოცავთ!
შობას გილოცავთ!

KAR.GE კონკურსის შედეგები გვინდა გამცნოთ 🙂 გამარჯვებული გვყავს 3 ადამიანი 🙂

რა კონკურსი? 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში 2017 წლის 14 დეკემბერს 150 პარლამენტარი გამოვიწვიეთ. 15 დეკემბერს კი კონკურსიც „ჩავრთეთ“ საქმეში. განვაცხადეთ, რომ ქართული ნაწარმით დაჯილდოვდებოდა პირველი 3 ადამიანი, რომელიც გამოიცნობდა თუ რამდენი პარლამენტარი ჩაერთვებოდა 30 დღიან გამოწვევაში და იყიდდა ქართულ პროდუქციას საჯაროდ თვის (დეკემბრის) ბოლომდე. ფაქტია, რომ ბნ. სიმონ ნოზაძე ჩაერთო და თავისი სვლა გააკეთა. თუმცა, ბნ. სიმონი ერთადერთი აღმოჩნდა ამ საერთო საქმეში. ნახეთ შესაბამისი ბმულები:

  1. პარლამენტარების გამოწვევა 14 დეკემბერს

გურიელის საშობაო ჩაი (ლიმიტირებული მოცულობით წარმოებული) ჩემი მე-14 დღის შენაძენია

 

  1. კონკურსის გამოცხადების შესახებ (15 დეკემბერი)

კონკურსი: დაწერეთ რიცხვი და მოიგეთ უმაღლესი ხარისხის ქართული ნაწარმი!

 

  1. FB-ზე დადებული ვიდეო, რომლის ქვემოთაც გაკეთდა საკონკურსო კომენტარები

https://www.facebook.com/karge.movement/videos/1807640952593918/

 

  1. ბნ. სიმონ ნოზაძის მიერ 25 დეკემბერს გამოწვევაში ჩართვის შესახებ

ბნ. სიმონ ნოზაძე – საქართველოს პარლამენტარი ქართულ ნაწარმს საჯაროდ ყიდულობს!

 

გადავამოწმეთ შედეგები და 3 ადამიანი აღმოჩნდა, რომელთაც დაწერეს თავიანთი პროგნოზი „1“. ანუ, ივარაუდეს, რომ 1 პარლამენტარი ჩაერთვებოდა გამოწვევაში. კონკურსის შედეგები ასეთია:

1. პირველი, ვინც 1-იანი დაწერა იყო ქალბატონი ნანა ლაბაძე

2. მეორე მე ვიყავი, ვინც 1-იანი დავწერე, ანუ ტარიელ ზივზივაძე

3. მესამე ქალბატონი თამუნა ტაბაღუა იყო, რომელმაც ასევე 1-იანი დაწერა

საკონკურსო პოსტზე 241 კომენტარია გაკეთებული და თავადაც შეგიძლიათ შედეგების გადამოწმება.

სამივე ადგილისათვის წინასწარ გვქონდა განსაზღვრული პრიზები:

ადგილი 1: ხორბლის არაყი, მწარმოებელი – „დიდგორის ველი“ და 2 ცალი სტიკერი

ადგილი 2: ოცხანური საფერე, მწარმოებელი – „სიმონ ჩხეიძის მარანი“ და 2 ცალი სტიკერი

ადგილი 3: საშობაო ჩაი, მწარმოებელი – „გურიელი“ და 2 ცალი სტიკერი

ჩემს თავს პრიზი როგორ გადავცე ჯერ ვერ მოვიფიქრე. ჩვენს სხვა გამარჯვებულებს კი უკვე დავუკავშირდი და ამ დღეებში მივაწვდი 🙂

 

PS

150 პარლამენტარიდან 1 აღმოჩნდა ისეთი, ვინც საჯაროდ იყიდა ქართული ნაწარმი. ნამდვილად ვისურვებდი უკეთეს შედეგს. 241 კომენტარიდან, რომელიც საკონკურსო ვიდეოზეა გაკეთებული, აბსოლუტური უმრავლესობა ნახევარს ან მეტს ვარაუდობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 150-დან ბევრი იქნებოდა ისეთი ვინც გზავნილიც გაიზიარა, იყიდა კიდეც, მაგრამ ღიად პროდუქციის შეძენას მოერიდა. რატომ? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ფაქტი ერთია: წინ დიდი გამოწვევები გველოდება რომელთაც ერთად დავძლევთ!