ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქართული ბიზნესის შექმნისა და ზრდის მხარდაჭერის ინიციატივა

ინიციატივის მიზანია ახალი ქართული ბიზნესების შექმნისა და არსებული ბიზნესების ზრდის მხარდაჭერა ყველა იმ ფორმით, რომელიც იდეის ავტორს / ბიზნესს სჭირდება დღეს.

ქვემოთ ჩამოთვლილია მხოლოდ რამდენიმე მომსახურება, რომლებზედაც მოთხოვნა გამოიკვეთა წინასწარი შესწავლის შედეგად. თუმცა გამოწვევათა, ისევე როგორც გადაწყვეტათა ნუსხა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე:

  • ბიზნეს კონსულტაცია & მენტორინგი – გულისხმობს ბიზნესისა და მარკეტინგის ორგანიზაციული განვითარების საკითხებში კონსულტაცია / მენტორინგს;
  • მენტორინგი ინვესტორის / დონორის / სპონსორის მოძიების კუთხით – გულისხმობს დაფინანსების მოპოვების კუთხით კონსულტაციას;
  • ცნობადობის ზრდის FB კამპანია – გულისხმობს ციფრული არხებით ბიზნესის / ბრენდის / პროდუქტის ცნობადობის ზრდის კამპანიის განხორციელებას;
  • გაყიდვების ზრდის FB კამპანია – გულისხმობს ციფრული არხებით ბიზნესის / ბრენდის / პროდუქტის გაყიდვების ზრდის კამპანიის განხორციელებას;
  • ინდივიდუალური მასტერკლასი FB მართვაში – გულისხმობს ინდივიდუალურ სწავლებას თუ როგორ ვმართოთ FB გვერდი;
  • პროდუქციის კატალოგის მომზადება – გულისხმობს პროდუქციის კატალოგის მომზადებას (საექსპორტო, საპრეზენტაციო და ა.შ. მიზნებით);
  • ვებსაიტის დამზადება – გულისხმობს მარტივი wordpress ვებსაიტის დამზადებას;
  • ბიზნეს პროცესების დახვეწა – გულისხმობს საქმიანობის ოპტიმიზაციას ეფექტურობისა და ეფექტიანობის ზრდის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ info@kar.ge-ზე მოგვწერეთ 1) თქვენი სახელი და გვარი, 2) მობილურის ნომერი, 3) რას საქმიანობთ და გეგმავთ, 4) FB გვერდი (თუ გაქვთ), რის შემდეგაც ჩვენ თავად დაგიკავშირდებით ტელეფონზე და გავისაუბროთ.

საუბრისას პირველ რიგში ვაიდენტიფიცირებთ პრიორიტეტულ პრობლემას რომლის გადაწყვეტაშიც დახმარება ჩვენ შეგვიძლია, შემდეგ კი დავსახავთ მისი გადაჭრის გზას. მომსახურების მინიმალური პაკეტის ღირებულებაა 400 ლარი.