2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, ღვინის ბარში – “ვინერია“ (თბილისი, ნ. ბარათაშვილის 2) მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაცემები ასევე შევიტანეთ Tradewithgeorgia.com-ზე და უკვე მეოთხედ გავაახლეთ 2016 წლიდან არსებული ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”.
გულწრფელი მადლობა პროექტის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს – სს “ნიკორა”-ს და შპს “კამპა”-ს, რომელთაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჯერ კიდევ 2016 წელს; მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც დღეს კატალოგშია და რომელთაც ძალიან კარგად ესმით, რომ ძალა ერთობაშია! მადლობა გუნდის ყველა წევრს, რომელმაც თუნდაც ერთი აგური დადო საერთო საქმეში და ყველა გულშემატკივარს, რომელმაც საერთო საქმეში ერთი რჩევა მაინც შეგვაშველა!
55 გამორჩეული კომპანიის 65 ბრენდის ასობით პროდუცია გავაერთიანეთ კატალოგში … ჯამში 462 ჩანაწერი. წარმოგიდგენთ ბრენდებს (ალფავიტურად):
24 სალათი
APEX
De-ka
DMG
Georgian Honey For Health
K GROUP
Merry
MOSTAT
NOVA
აგროქიზიყი
ავანგარდი
ანასეულის კომბინატი
ბათუმის თაფლის სახლი
ბარამბო
ბლაუენშტაინ საქართველო
ბრენდ არ
გერმანელი ყასაბი
გრევ
გრეიფი
გრინვილი
გრინტეჩ
გურიელი კლასიკური
დილა
დღის პროდუქტები
ელექსირი
ვესტ ინვესტი
ვიპკო
თათარა
თბილიჰობი
თეას ტრადიციული სუვენირები
ივერია
კამარა
კამპა
კერამაქსი
კობი
კოდა
კრაფტი
კუმისი
ლაიტი
ლარდა
მადამდე
მარიამ გიორგაძე – MG
მარნეტი
მეგადორსი
მზარეული
მზარეულის საცხობი
ნიკორა
ნუტრიმაქსი
ოკეანე
პალომა
პრინცი გურიელი
რძის ლაბორატორია
საქკაბელი
სნო
სტარტი
ტიფლისტექსი
ტყიბულის ჩაი
უმალი
ფარავანპერლიტი
ფარკონი
ფრუტატა
ქართი
ქართული პრემიუმი
ჩვენი
ჯააძის თაფლი
ჯეო მულჩი
აქ ჩამოტვირთეთ “KAR.GE Export Catalogue 2019“.
აქ კი ეწვიეთ ელექტრონულ KAR.GE კატალოგს.
რა ხდებოდა პრეზენტაციაზე?
ჩვენ ხომ განსაკუთრებით კარგი პრეზენტაციები გვქონდა სასტუმრო ლაერტონში? სწორედ ამ მაღალი პასუხისმგებლობის გამო შევარჩიეთ ამჯერად ღვინის ბარი „ვინერია“ და არჩევანმა ძალიან გაამართლა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დასწრება. 70%-ის წესი ხომ იცით? ჩვენთან არ იმუშავა! 137 ადამიანი მოვიწვიეთ და 135 დაესწრო. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა!
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს წარმომადგენელი, კატალოგში ჩართული მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები, თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები და მედია. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. შედგა რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.
ფოტოები
მედია მხარდაჭერა
ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ მედია საშუალების, რომელმაც საერთო საქმეში თუნდაც ერთი სიტყვა მაინც შეგვაშველა. უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ არხს პრეზენტაციაზე სტუმრობისა და გაშუქებისათვის.
შემდგომი ნაბიჯები
ჩვენ უამრავი პარტნიორის მეშვეობით “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გავავრცელებთ.
ძალა ერთობაშია!