2020 წლის 1 აპრილს ოფიციალურად გაეშვა 2020 წლის ელექტრონული KAR.GE კატალოგი (პანდემიის გამო ამჯერად პრეზენტაციის გარეშე).
პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. KAR.GE კატალოგის პირველი ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე მე-5 გაახლებაა ჩვენს წინაშე.
აღსანიშნავია ასევე, რომ ჩვენ 2017, 2018, 2019 წლებში გავაკეთეთ საექსპორტო ინგლისურენოვანი KAR.GE კატალოგები, რომელზედაც 2020 წელს უარი ვთქვით. ყველაფერი DIGITAL-ისკენ მიდის და ფურცლოვანი ვერსიისთვის დროის ხარჯვა დროის კარგვაა.
ელექტრონული KAR.GE კატალოგის, და მასში განთავსებული 400-მდე ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია kar.ge-ზე.