ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ზურაბ მურაკაშვილი

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ზურაბ მურაკაშვილი

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარის გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით.

გაიცანით ზურაბ მურაკაშვილი (Facebook პროფილი)

ზურაბ მურაკაშვილი

Kar.ge-ის მოძრაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ქართული ეკონომიკისა და მეწარმეობის განვითარებაში მეწარმეებთან და მოქალაქეებთან ურთიერთ კოორდინირებული ქმედების გზით, სწორედ ამიტომ ვუერთდები kar.ge-ის მოძრაობას.

დარწმუნებული ვარ, თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯებით შევძლებთ ქართული წარმოებისა და ქართული პროდუქციის პოპულარობისა და გაყიდვების ზრდას. ქართულის  შეძენა აუცილებელია გახდეს პრესტიჟული ჩვენი საზოგადოებისათვის.

საკუთრივ, ვაპირებ გავაგრძელო ის,  რასაც აქამდე ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ, ანუ ქართული პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებასა და პოპულარიზაციას ყველა  შესაძლო არხის გამოყენებით  Kar.ge-ის გუნდთან ერთად. ეს წამოწყება აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი საქართველოსთვის.

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …