საინტერესო გამოფენა-გაყიდვაზე ვიყავი დღეს რედისონში …
ეს იყო საქველმოქმედო [როგორც მე ვიცი] ღონისძიება, რომელსაც IWAG ყოველწლიურად აკეთებს …
რაც მთავარია ვეძიე და ვნახე რამოდენიმე აქაური მწარმოებელი, რომლისგანაც შევიძინე პროდუქცია 30 დღიანი გამოწვევისათვის …
ფაქტია, რომ:
- უამრავი ქართველი და უცხოური მცირე მეწარმე და გამყიდველი, რომელიც რაღაცას ყიდიდა სენდვიჩიდან დაწყებული სურათით დამთავრებული. სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს ჰქონდათ თავიანთი ეროვნული ნაწარმი გამოტანილი;
- ძალიან მასშტაბური ღონისძიებას შევესწარი. მე მგონი ამ რაოდენობას ექსპო ჯორჯას მე-11 პავილიონიც კი ვერ დაიტევდა. რედისონის 2 სართულზე იყო ყველაფერი „გაშლილი“ …
დაათვალიერეთ …
და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ …