დაახლოებით თვენახევრის წინ პოლონეთიდან ქართველები დამიკავშირდნენ შეკითხვით, თუ როგორ მოხვედრილიყვნენ თავისი კომპანიით International Green Week-ზე ბერლინში. მე პასუხი არ ვიცოდი, სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარე. არც ის ვიცოდი ვისთვის მეკითხა … სამწუხაროდ … თუმცა უკვე ვიცი.
ძალიან მახარებს, როცა საქართველო მსგავს ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ მართლა მაინტერესებს როგორ მოხვდა 14 ქართული კომპანია International Green Week-ზე ბერლინში? რა კრიტერიუმებით არიან არჩეულები? ან როგორ უნდა მოხვდეს ქართული კომპანია რომელიმე სხვა გამოფენაზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტარდება და მასში საქართველო მონაწილეობს რომელიმე სამინისტროს „თამადობით“? ვინმე არჩევს? როგორ?
ორი დღის წინ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლუდსახარში მაისტერბაუს წარმომადგენელს ვესაუბრე, რომელმაც ეს სურათები გამომიგზავნა. სურათებზე ნათლად ჩანს თუ რომელი კომპანიები და ორგანიზაციები მონაწილეობენ გამოფენაში.
JSC Sarajishvili
შპს „მაისტერ ბრაუ“ და შპს „ქართული ლეგენდა“
Qimerioni LLC
Lili Wine
Georgische Winegallerie
Tibaneli GmbH
Badagoni Deutschland (Bebu GmbH)
Mildiani
Geohaus GmbH
Corporation Kindzamaruli
Weingut Georgien UG
Georgische Spezialitaeten
Kakhuri LTD
GFC Kula
და
Georgian National Tourism Administration