ფაქტი 1: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში წელიწადში 65 ათას ტონაზე მეტი ფრინველის ხორცი მოიხმარება. აქედან თითქმის 3/4 იმპორტირებულია. ეს ნიშნავს, რომ ვასაქმებთ უცხოელ მოქალაქეს, ვავითარებთ უცხოურ ბიზნესს, ვაძლიერებთ უცხო სახელმწიფოს … ჩვენს ხარჯზე!
ფაქტი 2: თანდართული არის დოკუმენტი (ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ), რომელიც 2019 წლის 18 ივლისს მიიღეს, 5 დღეში – 23 ივლისს გამოქვეყნდა და ყველაფერთან ერთად არეგულირებს თუ როგორი ხარისხის პროდუქცია შეიძლება შემოიტანონ იმპორტზე საქართველოში (იმპორტირებულ პარტიას უნდა მოჰყვეს ვეტერინარული სერტიფიკატი, საზღვარზე ხდება შემოწმება და ა.შ.).
ფაქტი 2: 2020-ის 9 აპრილის ამ დადგენილებით (“ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) შეაჩერეს ორი მუხლის ჯამში 4 პუნქტის მოქმედება და შედეგად იმპორტირებულ ქათმის ხორცზე 2020 წლის 20 ოქტომბრამდე აღარ მოითხოვენ ვეტერინარულ სერტიფიკატს.
ადამიანურად რომ ვთქვათ:
ამ მომენტიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე იმპორტირებული ქათმის ხორცი შეიძლება იყოს დ ა ა ვ ა დ ე ბ უ ლ ი ქათმის, GMO ინგრედიენტებით დამზადებული საკვებით ნ ა ჭ ყ ე პ ი და წ ყ ლ ი თ გ ა ბ ე რ ი ლ ი ც კი და ამას კაციშვილი არ გადაამოწმებს საზღვარზე!
ყველას გ ა უ ზ ი ა რ ე თ ეს ამბავი!