იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია თავისი ბუნებით ნიშნავს იმას, რომ მიზნად იღებ საგარეო სავაჭრო სალდოს შემცირებას არა კონკრეტულად რომელიმე ერთ, ორ ან სამ დარგში, არამედ მთლიანობაში.
მე პირდაპირ გეტყვით, რომ “იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია” ქვეყანას არასოდეს ჰქონია. თუ ჰქონდა, მაშინ ეს იყო ცუდი სტრატეგია, რომელიც არ მუშაბდა.
საიდან ჩანს?
ბოლო 5 წლის რიცხვებს ჩახედეთ (წყარო geostat.ge) …
და დააკვირდით საგარეო ვაჭრობის სალდოს …
ხედავთ სადმე ბოლო 5 წელიწადში, რომ საგარეო ვაჭრობის სალდო რამე სტრატეგიის ზემოქმედებას განიცდიდეს? თუ კი, ეს ნამდვილად არ არის იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია.
“იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია”, რეალური სტრატეგია, ქვეყანას არასოდეს ჰქონია. ეს ფრაზა ყოველთვის იყო პოლიტიკური ფრაზა, რომლითაც ხალხს ამუნათებდნენ და დღემდე ასეა! დღესაც ამ თემის წამოწევა სპეკულაციაა და მეტი არაფერი!