ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რელიზი: 10 ქართული წარმოების პროდუქცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2019-ზეა წარმოდგენილი

2019 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით მოძრაობა KAR.GE და World-OKTA Tbilisi ორგანიზებით 10 მწარმოებლის ქართული ნაწარმი სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საერთაშორისო ექსპოზე IFFE 2019 – International Fermented Food Expo არის წარმოდგენილი. IFFE 2019 რიგით მე-17-ჯერ იმართება, ქართველები კი მასში უკვე მეოთხედ მონაწილეობენ.

IFFE 2019-ში ქართველების მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და სტუმრები, მათ შორის Jellbuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია. დიპლომატიური ფოსტით ტვირთის გაგზავნის საქმეში მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში” და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

IFFE 2019-ზე უნიკალური ქართული პროდუქციის ნაკრებია წარმოდგენილი: “ალალი”-ს ნატურალური წვენები, API რეზისტენსი და ფუტკრის შხამი, “ასადელი”-ს ღვინოები და ჭაჭა, “ქიზიყური ტრადიციული”-ს ღვინოები, “საზანო ვაინ”-ის ღვინოები და ჭაჭა, “ნინო მერის”-ის ღვინოები და ჩურჩხელები, “კოპა”-ს ვაშლის ხილფაფა, “არომატი”-ს კომპოტები, მურაბები, აჯიკა, ტყემალი, საწებელი, თეას ტრადიციული სუვენირები, “ზილფი”-ს აქსესუარები. ასევე წარმოდგენილია ბაქმაზი, თაფლი, ჩაი და სვანური მარილი.

ქართული ნაწარმის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ქართველების სტენდს საერთაშორისო პავილიონში ყველაზე პრიორიტეტული ადგილმდებარეობა აქვს დათმობილი (მთავარი შესასვლელის წინ). პროდუქციის მიმართ დაინტერესება მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რაც აქამდე მას ჰქონია სამხრეთ კორეაში. IFFE 2019 ხუთ დღიანია და 4 ნოემბერის ჩათვლით გრძელდება.

საკონტაქტო პირი
ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა KAR.GE
დამფუძნებელი
+995 577 73 79 64
info@kar.ge
http://kar.ge