ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: ვიწვევთ მწარმოებლებს კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2019-ზე

WORLD-OKTA და მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელობითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წელს უკვე მეოთხედ ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოზე. IFFE 2019 გაიმართება 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით (ნახეთ 2018, 2017 და 2016 წლებში IFFE-ში ჩვენი მონაწილეობის ანგარიშები).

მწარმოებლებო,

თუ გეამაყებათ თქვენი ნაწარმი, ზრუნავთ იმიჯზე, გაყიდვებზე და მომავალზე, IFFE 2019-ში მონაწილეობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ! თქვენზე არის მხოლოდ პროდუქციის ნიმუშების და მათი საჰაერო გზით ტრანსპორტირების ხარჯი: 15კგ-მდე პროდუქციის (თავისი შეფუთვით) ტრანსპორტირება 200 USD.

IFFE 2019-ში მონაწილეობისას თქვენ რეალურ ინვესტიციას აკეთებთ თქვენს იმიჯში. ჩვენი 10 დაპირებაა:

  1. IFFE 2019-ის საერთაშორისო პავილიონის ქართულ კუთხეში დალაგდება თქვენი ნაწარმი და პრომო მასალა;
  2. გადავიღებთ და მოგაწვდით ხარისხიან ფოტოებს, რომლითაც იამაყებთ თქვენც და ჩვენც;
  3. ექსპოდან გავაკეთებთ FB Live-ს და მთელ საქართველოს გავაცნობთ თქვენს ნაწარმს;
  4. KAR.GE ვებსაიტზე დაიდება IFFE 2019-ში თქვენი მონაწილეობის ამსახველი სტატია;
  5. IFFE 2019 დღეებში მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე ფოტორეპორტაჟით წარმოვაჩენთ უშუალოდ თქვენს ნაწარმს;
  6. IFFE 2019-ზე წასვლის წინ ქართული მედიაში გავავრცელებთ პრეს რელიზს, სადაც თქვენც იქნებით მოხსენიებული;
  7. IFFE 2019-ზე გადავიღებთ საერთო ფოტოს თქვენი პროდუქციით;
  8. თუ FB გვერდი არ გაქვთ, ჩვენ გაგიკეთებთ, მოგიწესრიგებთ და გასწავლით როგორ ამუშაოთ;
  9. IFFE 2019-ზე ყველა გენერირებულ კონტაქტს გადმოვამისამართებთ თქვენსკენ;
  10. IFFE 2019-დან დაბრუნების შემდეგ 1) ქართულ მედიაში გავავრცელებთ პრეს რელიზს, სადაც თქვენც იქნებით მოხსენიებული, 2) KAR.GE-ზე დავდებთ შეჯამებას, 3) მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე გავაკეთებთ პოსტ კამპანიას, სადაც ინდივიდუალურად წარმოვაჩენთ თითოეული კომპანიის კომპანიის მონაწილეობას IFFE 2019-ში;

ქართველებს ძალიან კარგი სახელი გვაქვს გასული სამი მონაწილეობის შედეგად. იხილეთ IFFE 2019 ოფიციალური ვებსაიტი, სადაც მთავარ სლაიდშოუში ჩვენს სტენდთან გადაღებული სურათი ჩანს პირველი; ქვემოთ კი იხილეთ IFFE 2018-ის ოფიციალური პრომო ვიდეო, სადაც ქართული სტენდი და ჩვენი დელეგაციის წევრები ბევრჯერ არიან ნაჩვენები. წელს საქართველოს გაცილებით მეტად იცნობენ და მოლოდინი დიდია. ეს ნიშნავს ქართული ნაწარმისადმი მეტ ინტერესს კორეელი, იაპონელი, ჩინელი და ა.შ. buyer-ების მხრიდან. საერთაშორისო პავილიონში კი საუკეთესო 4 სივრცე გვაქვს დათმობილი ქართული ნაწარმის წარმოსაჩენად.

577 73 79 64 – დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ.

15 კგ-მდე ნიმუშის ტრანსპორტირების ფასია 200 USD.

მივემგზავრებით 28 ოქტომბერს!

ტვირთის მოცულობა შეზღუდული გვაქვს, ასე რომ დროულად დაგვიკავშირდით.