ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ice cream trail

Ice Cream Trail აგროტურისტების გენერატორი მერილენდში, აშშ

ფერმერული მეურნეობა აგროტურიზმთან კავშირში [ძალა ერთობაშია, ხომ იცით …] მეტ შედეგს ნამდვილად მოიტანს. თანამედროვე მსოფლიო ხომ ქალაქებში ცხოვრობს და ზრდის შთამომავლობას … ჰოდა, სოფელთან კავშირი, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლა მათთვის უკვე ტურიზმის ნაირსახეობა გამოდის … აშკარად იკვეთება პოტენციალი, მაგრამ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა მოხდა მერილენდში, აშშ.

შტატის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა პროგრამა 5 წლის წინ 7 ლოკაციაზე დაიწყო აგროტურისტების ფერმებში მისატყუებლად და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის შესყიდვების წახალისების მიზნით. ეხლა კი ასეთი პუნქტები 290 მილზეა გადაჭიმული შტატის მთელ ტერიტორიაზე. რა გააკეთეს? ფერმებს მიეხმარე ტურისტული მიმართულებით შეექმნათ პროექტები და მათ შორის ერთ-ერთი არის ფერმაში წარმოებული ნაყინი, რომელიც მასიურად აიტაცეს. შეთავაზება გამოვიდა ასეთი: ეწვიეთ ფერმას და დააგემოვნეთ ნატურალური, ადგილზე წარმოებული რძისგან დამზადებული უგემრიელესი ნაყინი … დაახლოებით ესაა იდეა. თუმცა ცხადია აქ მარტო ნაყინი არ ყოფილა თემა.

კონკრეტულად რა მოუტანა ფერმებს ამ პროექტმა:

1. აგროტურიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა;
2. გაიზარდა ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაც: ხორცი, ბოსტნეული, ხილი, ყვერცხი, ყველი, ღვინო და ა.შ.
3. მომხმარებელმა გაიგო საიდან მოდის თითოეული პროდუქტი;
4. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფერმების შემოსავლები ტურისტული პროდუქტებისგანაც და ძირითადი საქმიანობისგანაც;

საქართველოში რა შეიძლება?

დავუშვათ გაქვთ თხის ფერმა. მიაბით თქვენს თემას ტურისტული პროდუქტები და ჩაეწერეთ ქვეყნის ტურისტულ რუკაზე. ამ მიმართულების სისტემატურად „დამუშავების“ შედეგად თქვენთან მოვა ტურისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყიდის თქვენს პროდუქციას, ასევე გადაიხდის ფერმის დათვალიერებაში, თხის მოწველაში, თხის მოვლაში, იქვე კოტეჯში რამოდენიმე დღის გატარებაზე, ცვრიან ბალახზე ფეხით გასეირნებაში და ა.შ.

ნუ გაგეცინებათ, ამ თემას აქვს პოტენციალი …

წყარო სტატია აქაა.